"ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოგონება სწორედ ის არის, რომ ფრიდა მიყვარდა"
08-09-2020
"ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოგონება სწორედ ის არის, რომ ფრიდა მიყვარდა"
ვერც ასაკობრივმა სხვაობამ და ოჯახის მკაცრმა უარმა ვერ დაანგრია მათი სიყვარული. სიცოცხლის ბოლომდე, ჩხუბისა და ღალატის მიუხედავად, სიგიჟემდე შეყვარებული ფრიდა კალო ამ ძლიერი გრძნობით იქარვებდა სულიერ ტკივილს და თავის მეორე ნახევარს, დიეგოს ხშირად უმეორებდა, რომ ის თავის თავზე მეტად უყვარდა.

მექსიკელი ფერმწერი და მხატვარი ფრიდა კალო 1907 წელს მეხიკოში დაიბადა, მამამისი ფილერმო კალო გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი იყო, ფრიდას დედა კი ლამაზმანი მატილდა კალდერონი გახლდათ. 6 წლის ასაკში გოგონას პოლიომელიტი განუვითარდა,
რის გამოც ერთი ფეხის კიდური საგრძნობლად დაუთხელდა.

ფრიდა ამ ნაკლს წინდებითა და გრძელი კაბებით მალავდა, ერთ ფეხზე რამდენიმე წინდას ჩაიცვამდა, შემდეგ გრძელ კაბას ჩაივამდა და სიამაყით მიაბიჯებდა ქუჩებში. ამასთან ერთად, გადაბმული წარბები და შავი ულვაშები ფრიდას დანახვისას ყველასთვის თვალშისაცემი იყო, თუმცა კალოს ეს სულ არ
ადარდებდა, პირიქით, იმ პერიოდის მოდას მიჰყვებოდა და ეს უპირატესობადაც კი მიაჩნდა.

სხვებისგან განსხვავებით, ფრიდას კარიერა ხატვით არ დაწყებულა, მედიცინაზე შეყვარებული კალო მომავალ პროფესიას ეუფლებოდა, როდესაც საშინელი ტრაგედია მოხდა. 18 წლის ასაკში, სწრაფად მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ფრიდა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა, ფრიდა მძიმედ დაშავდა, ავარიამ ხერხემალი, ნეკნები და კუდუსუნი დაუზიანა.

33 ოპერაციისა და 28-ჯერ გამოცვლილი კორსეტის შემდეგ, კალომ ცხოვრება ნელ-ნელა გააგრძელა, ქალი ტკივლს მასზე გამარჯვების უფლებას არ აძლებდა. ინციდენტის შემდეგ, ფრიდამ მედიცინა მიატოვა და თავის ჰობს, მხატვრობას მისცა გასაქანი. ჯერ კიდევ საწოლზე მიჯაჭვული კალო უკვე ავტოპორტრეტებს ხატავდა, მისი 143 ტილოდან 55 ავტოპორტრეტია.

22 წლის ასაკში ფრიდამ ლოგინიდან წამოდგომა შეძლო და სიარულიც დაიწყო, მეხიკოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, მხატვარ დიეგო რივერას შეხვდა. დიეგო ფრიდაზე 20 წლით უფროსი იყო, მასზე ბევრად მაღალიც და კალოსთვის შეუფერებელი. დიეგოს კარგი იუმორის გრძნობა და სასიამოვნო ლაპარკის მანერა ჰქონდა, რაც ქალების მოხიბვლაში ეხმარებოდა, რივერა ამასთანავე საოცრად ეჭვიანი და მესაკუთრეც იყო.

ფრიდა მერხთან იჯდა და კედელზე ხატავდა, როდესაც დიეგომ კლასში შემოიხედა, მაშინ პირველად ნახა კალომ რივერა და რამდენიმე წლიანი ტრფობის შემდეგ, მასთან მისვლა და დალაპარაკება გაბედა. ფრიდა თამამი იყო, ესაუბრებოდა დიეგოს და თავის ნერვიულობასა და გრძნობებს ამით მალავდა. მათი ურთიერთობიდან მალევე კალოს მამას მისი ხელი სთხოვა.

კალოს ოჯახი რივერასა და მისი ქალიშვილის უერთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მათ შეუფერებელ წყვილად თვლიდნენ, როდესაც დიეგომ გილიერმოს ქალიშვილის ხელი სთხოვა, კალოს მამამ უთხრა, ჩემი ქალიშვილი მთელი ცხოვრება ასეთი იქნება, ის ავადმყოფად დარჩება, დაფიქრდი, გინდა მისი ცოლად მოყვანა და თუ აზრს არ შეიცვლი მერე თანხმობას მოგცემო.

მათი სიყვარული მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა, დიეგოს აზრი არ შუცვლია და ქორწილიც გაიმართა. მალევე ფრიდამ გაიგო, რომ დიეგო ძველ ჩვევებს არ ღალატობდა, ის სხვადასხვა ქალთან დადიოდა და მეტიც, დიეგოს ფრიდას უმცროს დასთან ჰქონდა ურთიერთობა. რივერამ კალოს რომანის შესახებ არ დაუმალა და ფრიდასთვის ეს სასტიკი დარტყმა აღმოჩნდა. ამ ამბიდან მალევე, ფრიდამ დასახიჩრებული ქალის პორტრეტი დახატა, რომლის ნატანჯი სხეული მის ტკივილს ზუსტად გადმოსცემდა.

დიეგოს ცუდი ჩვევებისა და ღალატის გამო 1940 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მალევე, ერთ წელში ისინი კვლავ შერიგდნენ.

ფრიდას ძალიან უნდოდა შვილების ყოლოდა, თუმცა პოლიომელიტის, ავარიისაა და ათობით ოპერაციის შემდეგ, ეს რთული აღმოჩნდა. კალო 3-ჯერ დაორსულდა და სამივეჯერ ბავშვები გარდაცვლილი იბადებოდნენ. დიეგომ ფრიდა ამერიკაში წაიყვანა, სხვადასხვა ექიმს გაასინჯა, მედიკამენტები და თერაპიები სცადა, თუმცა უშედეგოდ, ფრიდას შვილი არასდროს ეყოლებოდა. ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო გაანადგურა მხატვარი და ფრიდამ ბავშვების პორტრეტების ხატვა დაიწყო, უმეტესად ის გარდაცვლილ ჩვილებს ხატავდა.

უშვილობამ ფრიდას და დიეგოს ურთიერთობა შეცვალა, კალო თითქოს ისე ექცეოდა დიეგოს როგორც თავის შვილს და ამას არც მალავდა.
"დიეგო ჩემი შვილია, დიეგო მე ვარ, ის დედაჩემია, დიეგო ყველაფერია" - ხშირად ამბობდა შეყვარებული კალო.

ამ ყველფერს დიეგოსთან განუწყვეტელი ჩხუბიც დაემატა, ამბობდნენ, რომ დიეგოს სასიყვარულო რომანები არასდროს მთავრდებოდა და ამასთანავე ფრიდასაც ჰყავდა თაყვანისმცემლები. მეხიკოში დადიოდა ჭორები, რომ ფრიდა და რივერას საუკეთესო მეგობარი დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც დიეგომ ცოლის რომანის შესახებ შეიტყო, სასტიკად გაბრაზდა და ფრიდასთან დაშორება სცადა. ამბობდნენ, რომ პათოლოგიურად ეჭვიანი დიეგო ჩხუბისას ხელითაც ეხებოდა ფრიდას, კალოს სულიერ ტრავმას ფიზიკურიც ემატებოდა.

ამდენი პრობლემის, ჩხუბისა და კამათის მიუხედავად, წყვილს საოცრად უყვარდა ერთმანეთი. ფრიდამ იცოდა, რომ დიეგო არასდროს შეიცვლებოდა, ყოველთვის ეყოლებოდა უცხო ქალები, თუმცა სიყვარულის გამო ყველაფერს პატიობდა.

ერთხელ ფრიდას მეგობარმა, ექიმმა ელოსერმა ფრიდას წერილი მისწერა, სადაც დიეგოს დამოკიდებულება კალოსა და სხვა ქალების მიმართ კარგად განუმარტა:

"დიეგოს ძალიან უყვარხარ და შენც გიყვარს ის, თუმცა შენ ჩემზე კარგად იცი, რომ მას კიდევ ორი რამ უყვარს, ხატვა და სხვა ქალები, ის არასდროს მოეშვება ძველ ჩვევებს და მის ცხოვრებაში სხვა ქალები ყოველთვის იქნებიან, ამას უნდა შეეგუო" - ამბობდა წერილში ექიმი ელოსერი.

ფრიდა და დიეგო ხშირად ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს წერდნენ, ჩხუბისა და განშორების შემდეგ, თითქოს ამით უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს.

"ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ, ჩემს ფიქრებსა და განცდებზე მეტად, შენ მე ალბათ ასე ვერასდროს შემიყვარებ... მე შენ გაღმერთებ" - წერდა ფრიდა კალო ერთ-ერთ წერილში.

1952 წელს ფრიდს მუხლამდე ფეხი მოჰკვეთეს, 1953 წელს ფრიდამ თავის მშობლიურ მეხიკოში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, მალევე სახელი საფრანგეთშიც გაითქვა და სიცოცხლის ბოლოს მას, როგორც საუკეთესო მხატვარს, უამრავ ქვეყანაში იცნობდნენ. 1954 წელს 47 წლის ასაკში ფრიდა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

კალოს გარდაცვალების შემდეგ დიეგომ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

"1954 წლის 13 ივლისი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღეა, მე დავკარგე სიყვარული, ფრიდა, სამუდამოდ. ახლა ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოგონება სწორედ ის არის, რომ მე ფრიდა მიყვარდა" - დიეგო რივერა.(წყარო)


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?