"ისეთი თვალებით უყურებდა ჯოანს, მეგონა ერთმანეთი ახალი გაცნობილი ჰყავდათ... ისინი სიყვარულს ასხივებდნენ"
13-09-2020
"ისეთი თვალებით უყურებდა ჯოანს, მეგონა ერთმანეთი ახალი გაცნობილი ჰყავდათ... ისინი სიყვარულს ასხივებდნენ"
"ჰოლივუდის ოქროს წყვილი" ასე უწოდებდნენ ამერიკელი მსახიობების პოლ ნიუმენისა და ჯოან ვუდუორდის წყვილს. პოლისა და ჯოანის თვალები 50 წლის შემდეგაც ისევე ციმციმებდნენ, როგორც 1953 წელს, მათი პირველი შეხვედრისას. წყვილის გაცნობა კი სულაც არ ჰგავდა რომანტიკულ დრამას, მეტიც ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო.

1953 წელს, ბროდვეის სცენაზე ნიუმენის დებიუტი უნდა შემდგარიყო, 28 წლის სიმპათიური მსახიობი გამოსვლამდე ღელავდა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა და ქაოსს მოეცვა ბროდვეი. დებიუტამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხალხის ყურადღება ქულსიანი ფეხსაცმლის ხმამ
მიიქცია, სცენაზე 22 წლის დახვეწილი გოგონა, ჯოანი ავიდა.

ჯოანამ სცენაზე კონდიცირების ჩართვა მოითხოვა და მალევე გაუჩინარდა იქიდან, მაშინ ნიუმენმა პირველად ნახა ჯოანი. იმ წელს ახალგაზრდა მსახიობი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა. ჯეკი ვაითს ქმრისგან, ნიუმენისგან 3 შვილი ჰყავდა, თუმცა მათ ქორწინებას ბზარი უკვე გაჩენილი ჰქონდა.

როდესაც
პოლს ჯოანი დაუნახავს, დიდად არ მოსწონებია ქალი, არც ჯოანს მოსვლია თვალში ეს უკანასკნელი. თითქოს ამით ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, თუმცა პირიქით, მათი ისტორია სწორედ მაშინ დაიწყო. რამდნიმე დღეში ნიუმენმა და ჯოანმა კიდევ ნახეს ერთმანეთი, ჯოანს ნიუმენის ოჯახთან პრობლემები არ სურდა, ამიტომ მისგან და მისი მეუღლისგან თავს შორს იჭერდა, თუმცა მათ მეგობრობას ვერავინ უშლიდა.

1957 წელს ნიუმენსა და ჯოანს ფილმში "უგრძესი" ერთად თამაში მოუწიათ, გადასაღებ მოედანზე კი მათ შორის გაჩენილი ქიმია ყველამ შეამჩნია, მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა... საბოლოოდ ნიუმენმა ცოლი განქორწინებაზე დაითანხმა და 1958 წლის 29 იანვარს ჯოანმა და პოლმა ვიწრო წრეში იქორწინეს, თაფლობის თვე კი ლონდონში გაატარეს.

მიუხედავად ახლად აღმოჩენილი ბედნიერებისა, ნიუმენს ცოლთან განშორების სევდა აწუხებდა, ფიქრობდა რომ ყოფილ ცოლს არასწორად მოექცა და ამას თავს ვერ პატიობდა. "მთელი ცხოვრება გამყვება ეს სევდა" - ამბობდა პოლი.

ნიუმენისა და ჯოანის ურთიერთობა იდეალურად მიდიოდა, პოლის სევდის მიუხედავად, ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ და მეტიც, უფროდაუფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი.

"ის საოცრად გამოიყურება, ყოველთვის შეუძლია ჩემი გაცინება, მასში პატივისცემასა და უდიდეს მოთმინებას ვხედავ"- ასე საუბრობდა ჯოანი ნიუმენზე.

თანაცხოვრებიდან რამდენიმე წელში, ჯოანსა და პოლს ქალიშვილი ელეონორი, იგივე ნელი ნიუმენი შეეძინათ, შემდეგ იყო მელისა, იგივე ლისსი და კლაირი-ოლივია. სამი ქალიშვილის მამამ 1987 წელს პირველი ოსკარიც აიღო. ეკრანის გარეთ წყვილი აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში, ნიუმენმა ხალხის დასახმარებლად ორგანიზაციაც დაარსა და იქ შემოსული თანხის 100% ქველმოქმედებას ხმარდებოდა.

ჰოლივუდის სრულყოფილი წყვილის ურთიერთობა ყოველთვის იდეალური არ იყო, პოლს ალკოჰოლი უყვარდა, ხშირად ეს პრობლემებს ქმნიდა. წყვილი ასობით უსამართლო და შეუსაბამო ჭორს იგერიებდა, ჰოლივუდში კი მათ ცხოვრებაზე ხშირად საუბრობდნენ. პრობლემების მიუხედავად, ნიუმენი და ვუდუორდი ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ.



ერთხელ მსახიობ ანსელ ელგორტს ჰკითხეს თუ ვინ იყო მისი საყვარელი მსახიობი, ანსელმა კი უპასუხა:

"პოლ ნიუმენი მიყვარს, ერთხელ შევხვდი, ჩემს თავზე მკითხა, ვისაუბრეთ გვერდით კი ცოლი ედგა, ისეთი თვალებით უყურებდა ჯოანს მეგონა, რომ ერთმანეთი ახალი გაცნობილი ჰყავდათ, ხელი ჰქონდა გადახვეული, ისინი ბედნიერები ჩანდნენ, იღიმოდნენ და მესაუბრებოდნენ."

მათი სიყვარული რომ მარადიულია, ამას ყველა აღიარებს, თუმცა წყვილს სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნა არ დასცალდა. 2008 წელს, 83 წლის ასაკში პოლ ნიუმენი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც წყვილმა 50 წლის ქორწინების იუბილე აღნიშნა.

"სანამ მე და პოლს ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, კარგი მეგობრები ვიყავით, ჩვენ ერთმანეთი მოგვწონდა, ხშირად ვსაუბრობდით, ყველანაირი შიშისა და მორიდების გარეშე ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით, ეს იყო ნდობა და ურთიერთობა"- ასე იხსენებს ჯოანი პოლს. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები