ალენ დელონის "ჩქმეტა კიევურად" - კვირის პალიტრა

ალენ დელონის "ჩქმეტა კიევურად"

75 წლის ალენ დელონი უკრაინის ტელევიზიამ გადაცემა "სუპერვარსკვლავის" საპატიო სტუმრად მიიწვია. როდესაც  სცენაზე ჯილდოს გადასაცემად უხმეს, ერთ დროს მსოფლიოს ყველა ქალის საოცნებო მამაკაცმა "მადისაღმძვრელი" ბიუსტის მქონე ტელეწამყვან სნეჟანა ეგოროვას უეცრად მარცხენა მკერდში ხელი ჩაავლო და ვნებიანად უჩქმიტა! მოულოდნელობისგან ტელეწამყვანმა, რომელიც გადაცემის წინ სუპერვარსკვლავთან ერთად ფოტოს გადაღებაზე ხმამაღლა ოცნებობდა, მთელი დარბაზის გასაგონად იკივლა... გამხიარულებული მაყურებლის თვალწინ  "კონფლიქტი" საბოლოოდ ხვევნა-კოცნითა და ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა...