"ლეოს დიეტა" - კვირის პალიტრა

"ლეოს დიეტა"

ლეონარდო დი კაპრიო სულ დიეტაზეა, რადგან თვალის დახამხამებაში სუქდება. თუმცა საყვარელი საკალათბურთო გუნდის, "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" თამაშებზე,

რომელთაც არასდროს აცდენს, პირგაუჩერებლად მიირთმევს მისთვის აკრძალულ ჰამბურგერებს... საქმე იქამდე მივიდა, რომ მარად ჩასაფრებული პაპარაცებიც ვეღარ გარკვეულან - ლეო მატჩებზე მართლა საგულშემატკივროდ დადის, თუ სასუსნავად!..