წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს - ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე? - კვირის პალიტრა

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ნიკა ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს - ვინ არის ვიქტორ სანიკიძის მხატვარი მეუღლე?

ცნობილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ სპორტული კარიერა ორი წლის წინ დაასრულა. ბერძნული "არისი" მისი ბოლო კლუბი გახლდათ, სადაც თამაში დაიწყო, მაგრამ სერიოზული ტრამვების გამო, სპორტთან დამშვიდობება მოუხდა.

კალათბურთელი წლების მანძილზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2004 წელს NBA-ს დრაფტზე ატლანტამ ის 42-ე ნომრად აირჩია და სან ანტონიოს გაუცვალა 2005 წლის დრაფტის არჩევის უფლებასა და გარკვეულ თანხაში.

2007 წლის ზაფხულში მან სან ანტონიოს რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, თუმცა სპორტული კარიერის მანძილზე NBA-ში თამაში არ მოუწია. სანიკიძე ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში. ის არაერთ ცნობილ ქალთანაც დაუწყვილებიათ. ერთ-ერთი ჭორი გახლდათ სოფო ნიჟარაძესთან რომანი, რომელიც მომღერლის მიერ ვიქტორ სანიკიძის მხარდამჭერი პოსტის გაზიარებას მოჰყვა.

მოგვიანებით კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფოსთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა.

"გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს, არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მივაქცევ ყურადღებას და ეს არის (იღიმება)..."- ასე პასუხობდა სანიკიძე ჟურნალისტებს, როდესაც სასურველი ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

სამი წლის წინ ვიქტორ სანიკიძემ საყვარელი ქალი გამოაჩინა. მისი გულის მოგება სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მაი ბიწაძემ შეძლო. წყვილმა ერთმანეთი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლის, სოფო გოგებაშვილის საშუალებით გაიცნეს.

გოგონები წლების მეგობრები იყვნენ. ვიკა სანიკიძე და მაი ბიძაწე მალე დაქორწინდნენ და 2019 წლის აპრილში შვილი ნიკალა შეეძინათ. კალათბურთელი ახლო მეგობარია ბერა ივანიშვილის და რამდენიმე თვის წინ მეუღლეებთან ერთად "პარაგრაფში" ისვენებდნენ. გაგრძელება