მხიარული "გოგონა-მგელი" - კვირის პალიტრა

მხიარული "გოგონა-მგელი"

ბანგკოკელი 11 წლის გოგონა სუპატრა სასულფანი გინესის წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე თმიანი გოგონა მსოფლიოში. "ამბრასის სინდრომით", ანუ თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზით დაავადებულ სუპატრას მთელი სახე, ყურები, ხელ-ფეხი და ზურგი ხშირი თმით აქვს დაფარული.

მართალია, მისი თმა ეპილაციას არ ექვემდებარება, მაგრამ ბუნებით მხიარული სუპატრა უკვე შეეგუა თავის მდგომარეობას და ამაყობს კიდეც, რომ პოპულარული გახდა. თუ ადრე თანაკლასელები აბრაზებდნენ და "მგელქალას" ეძახდნენ, გინესის წიგნში მოხვედრის შემდეგ ყველა მასთან დამეგობრებას ცდილობს... მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული სუპატრა კი ექიმობაზე ოცნებობს.