ვარდისფერი ყვავილები, კალათბურთის მოედანი, სურსათით სავსე მაცივარი - ცნობილების ყველაზე უცნაური მოთხოვნილებები გადასაღებ მოედანზე - კვირის პალიტრა

ვარდისფერი ყვავილები, კალათბურთის მოედანი, სურსათით სავსე მაცივარი - ცნობილების ყველაზე უცნაური მოთხოვნილებები გადასაღებ მოედანზე

არც ისე მარტვივია, იყო ცნობილი ადამიანი და ყოველთვის ძვირადღირებული სამოსით, იდეალური ფიგურითა და გაღიმებულ-გაბრწყინებული სახით გამოჩნდე საზოგადოებაში. ხშირად ხალხს ავიწყდება, რომ ცნობილი ადამიანები სხვა დანარჩენი მოქალაქეებივით ცხოვრობენ, დადიან საყიდლებზე, ზრდიან შვილებს და ხანდახან იდეალურ ფორმაში ყოფნა სულაც არ უნდათ ხოლმე. გადასაღები მოედნისა და ლამაზი სურათების მიღმა ბევრი დეტალი იმალება, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები და მომღერლები დიდწილად არ არიან ისეთები, როგორებადაც მათ ეკრანზე ვხედავთ.

გთავაზობთ, ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაურ მოთხვნებს გადასაღებ მოედანზე...

ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ერთი შეხედვით უპრეტენზიო და მხიარული ჩანს, თუმცა ჰოლივუდში ამბობენ, რომ ჯენიფერს გადასაღებ მოედანზე თავისი მოთხოვნები აქვს და ყოველი კონცერტის ან გადაღებების წინ, ეს სია აუცილებლად უნდა შესრულდეს. სულ რამდენიმე წლის წინ, ლოპესმა ერთ-ერთ გადაღებაზე მოითხოვა, რომ ყველა თანამშრომელი თეთრ ფერებში გამოწყობილი მისულიყო. მსახიობმა მაგიდები, ყვავილები და დანარჩენი დეკორაციებიც თეთრი ფერის მოატანინა და შემდეგ დათანხმდა გადაღების დაწყებას, აბა ვინ გამოიცნობს, რომელია ჯენიფერის საყვარელი ფერი?

დღეს ჰოლივუდში ჯორჯ კლუნი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობთა სიაში შედის, როგორც ჩანს, სიმპათიური კლუნი ამით სარგებლობს და თავის მოთხოვნების სიას გადაღებიდან-გადაღებამდე კიდევ უფრო ზრდის. 2013 წელს, ფილმ "გრავიტაციის" გადასაღებ მოედანზე კლუნიმ ცხელი აბაზანა, კალათბურთის მოედანი და დიდი, კერძო ბაღი მოითხოვა, ამ ყველაფერის მიღების შემდეგ გადაღებაც დაიწყო.

ამერიკელი მომღერალი ბიონსე კონცერტის წინ თავისი პოპულარობით  ხშირად სარგებლობს და მოთხოვნების მთელ სიას ადგენს, სანამ "დედოფალი ბი" სცენაზე გავა მას დიდი საგარდერობე ოთახი, 4 თეთრი პირსახოცი, წყალი, სხვადასხვა სახის საკვები და "პეპსი" სჭირდება, მომღერალი "კოკა-კოლას" არ სვამს, რადგან წლების წინ "პეპსისთან" გააფორმა ხელშეკრულება და მას შემდეგ, სხვა გაზიან სასმელებს არ ცნობს.

ორლანდო ბლუმის მეუღლე, მომღერალი, კეტი პერი ჰოლივუდში თავისი მოთხოვნების სიით საკმაოდ ცნობილია, მომღერლის მძიმე ხასიათი რთული ასატანია, ამიტომ, მისი სიის არცერთი პუნქტი შეუსრულებელი არ რჩება ხოლმე. კეტი პერის სიმღერის "Teenage dream-ის" გადაღებაზე მომღერალმა ვარდისფერი ყვავილები და ოცამდე სახეობის სხვადასხვა საჭმელი მოითხოვა.

მსახიობი უილ სმიტი დღეს კინოინდუსტრიაში დიდი პატივით სარგებლობს, ალბათ იშვიათად თუ იპოვით ვინმეს უილ სმიტი რომ არ უყვარდეს და სწორედ ამიტომ, მსახიობის უცნაურ მოთხოვნილებებს გადაღებების დროს მარტივად ასრულებენ ხოლმე. ფილმ "კაცი შავებში" მესამე ნაწილის გადაღებისას სმიტმა მოედანზე 3 ტრაილერის მოყვანა მოითხოვა, ასევე მას 2 სააბაზანო, 2 საძინებელი და სურსათით სავსე მაცივარი სურდა. გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობდა, იქ, სადაც სმიტი ცხოვრობს, თუმცა 3 ტრაილერი მაინც დასჭირდა მსახიობს.

მსახიობი და მომღერალი ჯანსტინ თიმბერლეიქი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული კაცია ჰოლივუდში. როგორც რეჟისორები და მსახიობები ამბობენ, მასთან მუშაობა უმარტივესია და მისი მოთხოვნების სიაც 2 პუნქტისგან შედგება, ჯასტინი ყველა გადაღების წინ სასტუმრო ოთახს, დიდ ტელევიზორსა და ვიდეო თამაშებს ითხოვს. მსახიობი "ფლეისთეიშენის" დიდი მოყვარულია.

ამერიკელი რეპერი ჯეიზი თავისი მეუღლის მსგავსად უცანური სურვილებით გამოირჩევა. ჯეიზის კონცერტამდე 7 საგარდერობე ოთახი სჭირდება, ასევე უმაღლესი ხარისხის არაქისის კარაქი და ჯემი, ჯეიზი კონცერტამდე კარგად უნდა დანაყრდეს და თავის დასასვენებელ ოთახში სენდვიჩები უნდა მიირთვას.

კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯასტინ ბიბერი დღეს თინეიჯერებში  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. ბიბერს მუსიკალური კლიპების გადაღებისას 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს, მას უნდა ჩაი, თევზის სენდვიჩი და XS ზომის მაისური. საინტერესოა, თევზის სენდვიჩს ჩაი თუ უხდება და რაში სჭირდება 2 ზომით პატარა ტანისამოსი?

პოპ მუსიკის ცნობილი შემსრულებელი მერაია ქერიც პრეტენზიულია გადასაღებ მოედანზე. მერაიას სიმშვიდე, ჰარმონია და იდილია უყვარს, სწორედ ამიტომ მუსიკალური კლიპის გადაღებისას მის ოთახში აუცილებლად ვანილის სანთლები, თეთრი ვარდები და მუქი ფერის ფარდები უნდა იყოს, ოთახში შემომავალი შუქი არ სიამოვნებს მომღერალს.

კომედიური ჟანრის მსახიობი უილ ფარელი რეალურ ცხოვრებაშიც მხიარულია. მსახიობს გადასაღებ მოედანზე ელექტრო სკუტერი და მიკროფონი სჭირდება, ფერელი ფილმის გადაღების განმავლობაში ტერიტორიაზე სკუტერით მოძრაობს და მიკროფონში ხალხის გასამხიარულებლად ათასგვარ უაზრო ფრაზებს იგონებს.

(სპეციალურად საიტისთვის)