"თავიდან შოკი იყო ამის მოსმენა..." - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც კორონავირუსი უკვე დაამარცხეს - კვირის პალიტრა

"თავიდან შოკი იყო ამის მოსმენა..." - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც კორონავირუსი უკვე დაამარცხეს

ახალ კორონავირუსს მსოფლიო კვლავ ებრძვის, ინფიცირებულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თუმცა მატულობს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ამ ბოლო დროს არაერთ მსახიობს, მომღერალსა თუ პოლიტიკოს დაუდასტურდა Covid-19, ზოგმა ვირუსი მარტივად, ზოგმა კი ძალიან რთულად გადაიტანა.

ნახეთ, რას ამბობენ ისინი, ვინც ვირუსი უკვე დაამარცხა.

მსახიობ ნილ პატრიკ ჰარისს ვირუსი ძალიან ადრე დაუდგინდა, ის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო რომელმაც ეს ვირუსი წარმატებით დაამარცხა და ამას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

"ვირუსი პანმდემიის დაწყებამდე დამემართა, მარტი, აპრილის დასაწყისი იქნებოდა. თავიდან ჩვეულებრივი გრიპი მეგონა და არ მინდოდა პანიკას ავყოლოდი, შემდეგ გემოს შეგრძნება დავკარგე, ყნოსვა დამიქვეითდა და დავსუსტდი, ამან მიმახვედრა, რომ კორონავირუსი მქონდა, ის პერიოდი მარტივი ნამდვილად არ იყო"

ჰოლივუდის მსახიობმა დუეინ ჯონსონმა კორონავირუსის დადებითი პასუხი სოციალური ქსელის ინსტაგრამის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას. არავის წარმოედგინა, რომ დუეინს რაიმე სახის ვირუსი შეეყრებოდა, ჰოლივუდში ხშირად ხუმრობენ, რომ ჯონსონი დაუმარცხებელია.

"ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, მე ჩემი ორი ქალიშვილი და მეუღლეც დავაინფიცირე. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა და მძიმე პერიოდი იყო ჩვენი ოჯახისთვის"- წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, ნადინ დორისი მთელს ბრიტანეთში პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, 53 წლის ნადინს ვირუსი მარტში დაუდასტურდა და ამ ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ახლა კოვიდინფიცირებული ვარ, მე თვითიზოლაციაში ვრჩები და თქვენც მოგიწოდებთ იგივე გზებს მიმართოთ".

ვერც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადაურჩა დაინფიცირებას, პრემიერს ვირუსი უეცრად აღმოაჩნდა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საზოგადოებას ამის შესახებ ამცნო.

"ბოლო 24 საათში სიმპტომები შევნიშნე და კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ახლა თვითიზოლაციაში ვარ და ვმკურნალობ, მცირე დროით ვიდეო კონფერენციებით განვაგრძობ ვირუსთან ბრძოლას" - წერს პრემიერი

ამ გამოხმაურებიდან რამდენიმე დღეში ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პრემიერმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

63 წლის მსახიობს ტომ ჰენქსა და მის მეუღლეს რიტა ვილსონსაც მალევე აღმოაჩნდათ კოვიდ ინფექცია. მათ შემთხვევაში ვირუსი ტემპერატურითა და სისუსტით დაიწყო.

ტომ ჰენქსი სოციალურ ქსელში საზოგადოებას გამოეხმაურა

"ახლა ოდნავ უფრო დაღლილები ვართ და მთელი სხეული გვტკივა"

თვითიზოლაციიდან ერთ კვირაში ტომი კვავ გამოჩნდა სოციალურ ქსელში

"უკვე ბევრ რამეს ვაკეთებთ, ვუმკლავდებით ვირუსს თქვენს რჩევებსა და დარიგებებს ვითვალისწინებთ, ერთმანეთზე ვზრუნავთ და ვირუსსაც ვამარცხებთ".

ბრიტანეთის სამეფო ოჯახშიც მიაღწია ვირუსმა და 71 წლის პრინცი ჩარლზი სრულიად მოულოდნალად ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. სამეფო ოჯახის სხვა წევრების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, პრინც ჩარლზი კი დროებით თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

სამეფო ოჯახის სპიკერმა მედიასთან განაცხადა, რომ პრინცი კარგად გრძნობდა თავს, და ვირუსს უმკლავდებოდა. ჩარლზმა მართლაც მარტივად დაამარაცხა covid-19.

არც სპორტსმენები აღმოჩნდენ გამონაკლისები და მალევე ამერიკელ კალათბურთელს, 32 წლის კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა, კალათბურთელმა თავისი ემოციები ხალხს სოციალური ქსელით გაუზიარა.

"თავიდან შოკი იყო ამის მოსმენა, არაფერი ვიცოდი ვირუსსზე და დავიბენი, დავიწყე ინფორმაციის კითხვა და ამან ცოტა დამაწყნარა, ცოტახანში ძალაც მოვიკრიბე და ვირუსთან საბრძოლველად მოვემზადე".

კევინ დურანტი ვირუსის გამო საკალათბურთო ჩემპიონატის მთლიან სეზონს გამოეთიშა და დაწერა, რომ ამას არ გეგემავდა, თუმცა ამ სეზონზე თამაშს მორჩა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი და თავისი ოჯახის სხვა წევრებიც მალევე დაინფიცირდნენ Covid-19-ით. ფაშინიანი საზოგადოებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"სიმპტომები არ მქონია, გადავწყვიტე ტესტი გამეკეთებინა და პასუხი დადებითი მოვიდა, ახლა ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც ინფიცირებულები არიან". ფაშინიანების ოჯახის ყველა წევრმა დაამარცხა ვირუსი.

იტალელი ტენორი, მსოფლიოში სახელგანთქმული ანდრეა ბოჩელიც დაინფიცირდა Covid-19-ით. ბოჩელი ინფიცირების ამბავს მედიაში არ აღიარედა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

"ჩემი მთელი ოჯახი ავად იყო, მხოლოდ ტემპერატურა და ცემინება გვაწუხებდა, შემდეგ კი ვირუსი დაგვიდასტურდა. ბევრი კონცერტი გავაუქმე, საშინელი შეგრძნებაა, ჩემი თავის კონტროლი მიჭირს" - წერდა ბოჩელი.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი აშშ-ს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს დაუდასტურდათ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსსაც ჰქონდა ვირუსი, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში გადავიდნენ. ტრამპმა საზოგადოებას "ტვიტერით" მიმართ:

"ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,"- წერს ტრამპი. მისი და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

(სპეციალურად საიტისთვის)