"ჟიზელის პარტია" - კვირის პალიტრა

"ჟიზელის პარტია"

ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი, ბრაზილიელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რიო-დე-ჟანეიროში ამ დღეებში მიმდინარე გრანდიოზული კარნავალის ერთ-ერთ "დედოფლად" მიიწვიეს.

ბიუნდჰენი პირველად აღმოჩნდა "დედოფლად" კარნავალზე მიწვეული, თუმცა მოძრავ პლატფორმაზე ცეცხლოვანი "სამბას" შესასრულებლად ვარსკვლავმა ცეკვის მასწავლებელთან მხოლოდ ერთდღიანი სწავლება იკმარა. კარნავალს იგი მრავალრიცხოვან ნათესავთან, მეგობართან და მეუღლესთან - ამერიკელ ფეხბურთელ ტომ ბრედლისთან ერთად ეწვია. პოდიუმის დედოფალს "სამბადრომზე" ათასობით აღტაცებული გულშემატკივარი შეეგება. ჟიზელს "სამბას დედოფლობაც" ძალიან მოეწონა.