პაციფისტი "ველონუდისტები" - კვირის პალიტრა

პაციფისტი "ველონუდისტები"

ახლახან ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ცენტრში 10-კილომეტრიანი დისტანცია 150-მა შიშველმა "ველონუდისტმა" გაიარა.

ორგანიზატორ ჰაიდი ჰილის თქმით, აქციის მიზანი "ნუდიზმისა და პაციფიზმის პოპულარიზაცია" იყო - ზოგიერთებს შიშველ ზურგზე ლიბიაში სამოქალაქო ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები ჰქონდათ "მიხატული"... სხვათა შორის, ეს მელბურნში "ველონუდისტების" უკვე მე-4 აქციაა. ისინი პერიოდულად ითხოვენ "მშვიდობას" პარიზში, მადრიდში, თუ ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც.