8 მარტი 100 წლისაა! - კვირის პალიტრა

8 მარტი 100 წლისაა!

დაუოკებელი ენერგიით ცნობილი ბიანკა ჯაგერი (ცენტრში, შავი სათვალით), მიკ ჯაგერის ყოფილი ცოლი, ამჟამად ევროსაბჭოს კონსული, "კეთილი ნების ელჩი",

"ადამიანის უფლებათა ფონდის" წევრი და "მომავლის მსოფლიო საბჭოს" თავმჯდომარეა...

სწორედ მისი თაოსნობით, ლონდონში, ე.წ. "მილენიუმის" ხიდზე ბიანკასთან ერთად შოტლანდიელმა მომღერალმა ენი ლენოქსმა, ბრიტანელმა მსახიობმა შერი ლუნგიმ და სხვებმა 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ დაწესების 100 წლის იუბილე თეთრი მტრედების გაშვებით აღნიშნეს. როზა ლუქსემბურგის წინადადებით, 8 მარტი ქალთა დღედ 1910 წლის აგვისტოში გამოცხადდა, პირველად კი 1911 წლის 8 მარტს აღინიშნა გერმანიაში.