ვაჰ, დრონი, დრონი... - კვირის პალიტრა

ვაჰ, დრონი, დრონი...

ამერიკელმა სამხედროებმა დაასრულეს მზვერავი "ნანოკოლიბრის" შექმნა - მინიატიურული "დრონი", ანუ უპილოტო საფრენი აპარატი ყველაზე პატარა ჩიტის - კოლიბრის ასლია.

"ნანოკოლიბრის" ფრთების შლილი 16 სმ-ია, წონა კი 19 გ.  დრონი არა მარტო გარეგნულად წააგავს კოლიბრს, არამედ ჰაერშიც ნამდვილივით დაფრინავს. დამახასიათებელი ფარფატის ეფექტის მისაღებად სპეციალისტებს 3 წელი დასჭირდათ. სამაგიეროდ, შორიდან მზვერავი დრონის გარჩევა კოლიბრისგან თითქმის შეუძლებელია.