"მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია მის­მა მე­უღ­ლემ" - ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ
"მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია მის­მა მე­უღ­ლემ" - ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ
ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თა ცო­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მო­ექ­ცნენ. მა­ნამ­დე თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძეს იც­ნობ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდნენ ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­ლახ­დი­ლად ყვე­ბოდ­ნენ მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­სა და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე. თუმ­ცა იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" რე­ი­ტინ­გის და­კარ­გვა­სა და და­მარ­ცხე­ბა­ში წვლი­ლი ნა­წი­ლობ­რივ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ცო­ლებ­საც მი­უ­ძღო­დათ.

გა­ვიხ­სე­ნოთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს სკან­დალ­ში გა­ეხვნენ.

ლელა კი­ლა­ძე და გიგი უგუ­ლა­ვა


თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­ო­ჯა­ხე
მერი ხში­რად ჩნდე­ბო­და ხოლ­მე ცოლ­თან და ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჭორს, რომ გიგი უგუ­ლა­ვა ცოლს გა­შორ­და და მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ზა­ჟის­ტი ლელა კი­ლა­ძე იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გა ხანს არ იჯე­რებ­და.

თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, გი­გიმ საყ­ვა­რელ ქალ­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა სკან­და­ლე­ბი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ლელა მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო,
ხში­რად იწე­რე­ბო­და მის ძვი­რა­დღი­რე­ბულ გარ­დე­რობ­ზე, ამ­ბობ­დნენ, რომ და­ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მე­რი­ა­ში და­ა­საქ­მა. ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი კი ლელა კი­ლა­ძი­სა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ფა­რულ რო­მანს მოყ­ვა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას­თან და­შო­რე­ბი­თა და რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

თაკო სა­ლა­ყა­ია და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი


არა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ "ქვეყ­ნის ხერ­ხემ­ლად" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, არა­მედ მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია მის­მა მე­უღ­ლემ თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბი­სა და ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის ერთ-ერთი მი­ზე­ზიც. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ყვე­ლა­ზე დიდი შავი ლა­ქაა.

სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა სუფ­რა შარ­დენ­ზე, სა­დაც თაკო სა­ლა­ყა­ია მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და... სწო­რედ იქ მომ­ხდარ გა­უ­გებ­რო­ბას შე­ე­წი­რა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი. თაკო სა­ლა­ყა­ია მას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, მოწ­მის სა­ხით ვხე­დავ­დით. მარ­თა­ლია, ხში­რად გავ­რცელ­და ჭორი მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვილ-სა­ლა­ყა­ი­ას წყვილს კი­დევ ერთი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ და ცხოვ­რე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლე­ბენ.

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და გიგა ბო­კე­რია

მე­უღ­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო ხში­რად სთხოვ­დნენ გიგა ბო­კე­რი­ას გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას. ეპა­ტა­ჟუ­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად აკ­რი­ტი­კებ­და მე­უღ­ლის პარ­ტი­ის წევ­რსაც კი და ამის გამო, ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ამ­ჟა­მად ფოთ­ში გიგა ბო­კე­რი­ას სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვი­დე­ო­ე­ბი ხში­რად რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა. თა­მა­რა არც ახლა ერი­დე­ბა სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­ტი­კას...

ანუ­კი არე­ში­ძე და კახი კა­ლა­ძე

ანუ­კი არე­ში­ძე რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელ კახი კა­ლა­ძეს ცო­ლად მიყ­ვე­ბო­და ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი მე­უღ­ლე სპორ­ტი­დან ჯერ ბიზ­ნეს­ში, შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და. ამის გამო, კი წლე­ბის წინ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც კი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­და. ანუ­კის აკ­რი­ტი­კებ­დნენ რუ­სუ­ლის არ­ცოდ­ნის გამო, იმის გა­მოც, რომ ნაძ­ვის­ხე ერ­თდო­ლა­რი­ა­ნე­ბით მორ­თო. კა­ლა­ძე-არე­ში­ძის წყვი­ლი მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და კრი­ტი­კის მი­ზე­ზი. ბო­ლოს, მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა "ოც­ნე­ბის" მან­ქა­ნის ფო­ტომ კი მისი მე­უღ­ლე კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გახ­ვია.

ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ღიად ყვე­ბო­და. მი­ლი­არ­დე­რი ტრი­ბუ­ნი­დან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი სწო­რედ მისი მე­უღ­ლე, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის და­საქ­მე­ბა აღ­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი. ასე­ვე ბევ­რი იწე­რე­ბო­და ნუ­ნუ­კას კა­ბე­ბის ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მე­უღ­ლეს შეხ­ვედ­რებ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და. ერთ-ერთი კაბა, რო­მე­ლიც ობა­მებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ეცვა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები