ყველაზე მექალთანე პრეზიდენტი მუამარ კადაფი ყოფილა - კვირის პალიტრა

ყველაზე მექალთანე პრეზიდენტი მუამარ კადაფი ყოფილა

ყველაზე საშიში - მერილინ მონრო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ კენედი და მისი უმცროსი ძმა რობერტი კინოვარსკვლავმა 1960 წელს გაიცნო. ამბობენ, მერილინს ჯონი კი არა, რობერტი მოეწონაო. ჯონთან ურთიერთობა მხოლოდ 1961 წლის ოქტომბრიდან გააბა, როცა ის პრეზიდენტი გახდა.

ისინი კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში შეხვდნენ ერთმანეთს  და სიყვარულის მორევშიც გადაეშვნენ, რაც ბევრს ძალიან აღიზიანებდა. გფბ-ს დირექტორი გუვერი ისე განრისხებულა, რომ თურმე მონროს სადღეღამისო თვალთვალი დაუწესა. მისი აზრით, პრეზიდენტის ურთიერთობა ლოთ, საეჭვო რეპუტაციის ქალთან აშშ-ის უსაფრთხოებას საჭოჭმანოს ხდიდა. რომანი ხანმოკლე გამოდგა - მერილინ მონრო 1962 წლის 4 აგვისტოს საკუთარ სახლში მკვდარი ნახეს...

KvirisPalitra.Geყველაზე მოქნილი - ალინა კაბაევა

დიდი ხანია ჭორაობენ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინისა და ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას რომანის შესახებ. ამბობდნენ, მის გამო პუტინმა მეუღლე, ლუდმილა მონასტერში გაამწესაო.

ითქვა, ალინამ პრემიერს ვაჟი გაუჩინაო. მაგრამ ამას წინათ კაბაევამ განაცხადა, რომ ბიჭუნა, რომელიც მისი შვილი ჰგონიათ, სინამდვილეში დისწულია, არსენი.

ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა კიდეც, - კაბაევამ და პუტინმა ჯვარი დაიწერესო და გაზეთი მალე დახურეს.

KvirisPalitra.Geყველაზე იღბლიანი

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირადი ცხოვრება კარლა ბრუნისთან შეხვედრამდეც ბობოქარი გახლდათ, მაგრამ თავის დროზე ტოპმოდელთან მხურვალე რომანმა პრეზიდენტის რეიტინგი ძირს დასცა. კარლამდე სარკოზი ორჯერ იყო დაქორწინებული, არც საყვარლები აკლდა.

მეორე ცოლმა გაყრის  მიზეზად ქმრის მექალთანეობა და სიძუნწე დაასახელა (სხვათა შორის, სარკოზიმ ახალ საყვარელს სწორედ ის ბეჭედი აჩუქა, რომელიც ცოლმა დაუბრუნა). პრეზიდენტის დედას იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი მესამედ ცოლს არ შეირთავდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ახლა ფრანგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ კარლა ბრუნი სარკოზისთვის კოზირია, რადგან ხალხთან აახლოებს. პრესაში ხანდახან გაიელვებს ხოლმე, სარკოზი და ბრუნი შორდებიანო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მეუღლეებმა განაცხადეს, - მემკვიდრის გაჩენაზე ვზრუნავთო.

KvirisPalitra.Geყველაზე შორსმჭვრეტელი - მონიკა ლევინსკი

მონიკა ლევინსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლევინსკის სიბერემდე ცხოვრება უზრუნველყოფილი ჰქონოდა.

ბილმა და მონიკამ ერთმანეთი კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაიცნეს. 1995 წელს მონიკა უკვე მუშაობდა თეთრ სახლში სტაჟიორად და ოვალური კაბინეტიდან გამოსულს  ხშირად ხედავდნენ, თუმცა მისი მოვალეობა არ გახლდათ იქ ყოფნა.

გაირკვა, რომ მონიკა გულმოდგინედ აგროვებდა კლინტონთან ურთიერთობის დამადასტურებელ ნივთმტკიცებებს, მათ შორისაა კაბა, რომელიც კლინტონთან სექსის დროს ეცვა.

პრეზიდენტს ლევინსკისთან რომანი კინაღამ ძვირად დაუჯდა - ის ვადამდე გადადგომასა და თავისუფლების აღკვეთასაც კი უქადდა.

მონიკას კი ამ ურთიერთობამ მსოფლიო აღიარება მოუტანა - ქვეყნიერება შემოიარა თავისი წიგნით, დოკუმენტური ფილმიც კი გამოუშვა - "მონიკა შავ-თეთრ ფერებში", რისთვისაც მრავალმილიონიანი ჰონორარი მიიღო.

KvirisPalitra.Geყველაზე ოფიციალური - სილვია კრისტალი

პრეზიდენტების საყვარელთაგან არავინ იქცეოდა ისე  გამომწვევად, როგორც სილვია კრისტალი. მან თავი გამოიჩინა ჯერ ეროტიკულ კინოსერიალ "ემანუელში" თამაშით, მერე კი საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის ხარჭობით.

სილვიასა და ვალერის რომანი ჯერ კიდევ მის გაპრეზიდენტებამდე დაიწყო. "ვალერი სილვიასთან ურთიერთობას არ მალავდა, ისევე როგორც თავის სხვა საყვარლებთან.

ეგ არის, სილვია ელისეს სასახლეში არ ცხოვრობდა, თუმცა, ყველა ოფიციალურ ღონისძიებას ესწრებოდა, ხშირად პრეზიდენტის მიერ მოწყობილ მიღებებსა და წვეულებებზე დიასახლისობდა კიდეც", - იგონებს პრეზიდენტის ერთ-ერთი მეგობარი. სილვია კრისტალის საზღვარგარეთაც იცნობდნენ: დ’ესტენს ის ყველგან თან ახლდა.

KvirisPalitra.Geყველაზე მექალთანე

ექსტრავაგანტურობით ცნობილ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის გარს მუდამ ქალები ახვევია, მცველებადაც კი ქალები ჰყავს. მოგზაურობისას ბედუინის კარავში ცხოვრობს. სკანდალურად ცნობილმა საიტმა "ვიკილიკსმა" განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერზე დიდ ზეგავლენას ახდენს "დიდებული ქერათმიანი ქალი", 38 წლის მედდა, უკრაინელი გალინა კოლონიცკაია.

გალინა კარგა ხანია ლიბიის ლიდერთან მუშაობს, წყაროები ირწმუნებიან, რომ კადაფის ჯანმრთელობაზე ოთხი უკრაინელი მედდა ზრუნავს, მაგრამ სწორედ კოლონიცკაია სარგებლობს განსაკუთრებული ნდობით. კოლონიცკაიას შვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ადასტურებს, რომ დედამისს კადაფისთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ უარყოფს მათ ინტიმურ კავშირს.