"ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა ორსული ქალი. მსახიობს შვილი შეეძინა შოუს პირდაპირ ეთერში" - ჰოლივუდური სიყვარულის საოცარი ისტორია - კვირის პალიტრა

"ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა ორსული ქალი. მსახიობს შვილი შეეძინა შოუს პირდაპირ ეთერში" - ჰოლივუდური სიყვარულის საოცარი ისტორია

1940 წელი იყო, ცეცხლოვანი, წითური მსახიობი, კუბელ მუსიკოსსა და მსახიობს შეხვდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ამერიკის ისტორიაში წყვილის სახელები სამუდამოდ ჩაიწერა, მუსიკოსმა და მსახიობმა ჰოლივუდში საოცარი სიყვარულის ისტორია შექმნეს.

ლუსილი იგივე ლუსი ბალი 28 წლის იყო, როდესაც თავისი მომავალი მეუღლე, დესი არნაზი გაიცნო. მსახიობების გაცნობა გადასაღებ მოედანზე ჩვეულებრივი, მიღებული მოვლენა იყო, ლუსიმაც დესი პირველად გადასაღებ მოედანზე შენიშნა, მაშინ ჰოლივუდში კომედიური მიუზიკლის, "ბევრი გოგოს" გადაღება მიმდინარეობდა. დესი იმ დროს ბროდვეიზე კარიერას იწყობდა, ლუსი კი უკვე ვარსკვლავ მსახიობთა სიაში ეწერა. მსახიობები ერთმანეთის გემოვნებაში ვერ ჯდებოდნენ, ლუსის მასზე მაღალი, ასაკით უფროსი მამაკაცები მოსწონდა, დესი კი სხვა ქალზე იყო დანიშნული და ახალი რომანის დაწყებაზე არც კი ფიქრობდა.

კამათის, ჩხუბისა და შეუსბამობების მიუხედავად, ლუსისა და დესს ერთმანეთი შეუყვარდათ. ლუსი ჯიუტი და მიზანდასახული იყო, თუ რაიმეს მოინდომებდა აუცილებლად მიაღწევდა და მაინც მიიღებდა სასურველს. ასე მოხდა დესის შემთხვევაშიც, კუბელი არნაზი ქალს მოეწონა და თავი გაგიჟებით შეაყვარა, დესის სიყვარულის მიუხედავად, ცოტა პირადი სივრცე სჭირდებოდა და ეს ლუსის არც ისე კარგად ესმოდა.

"ის, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი იყო, როდესაც დესისთან უერთიერთობა დაიწყო, ძველმოდური და განსხვავებული გახდა" - იხსენებდა ლუსის მეგობარი

ფილმი "ბევრი გოგოს" გადაღებების დასრულების შემდეგ, დესიმ თავის ბენდთან ერთად ტურნეში წასვლა გადაწყვიტა და არნაზის ცხოვრებაში უეცრად მისი ყოფილი საყვარელი, ბეტი გრაბელი გამოჩნდა, ეჭვიანობისგან გაგიჟებულმა ლუსილიმ დესის დაქორწინება შესთავაზა და 1940 წელს, გაცნობიდან 6 თვეში წყვილი ვიწრო წრეში დაქორწინდა. ახალ დაქორწინებულები თაფლობის თვის მაგივრად, გრძელ, ხანგრძლივ ტურნეში წავიდნენ, ამან კი მათ ქორწინებას დიდი საფრთხე შეუქმნა.

ტურნე ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა, კონცერტები დილამდე არ მთავრდებოდა, ლუსილი დესის სკამზე ჩამომჯდარი, მარტოდმარტო მოთმინებით ელოდა და ამ მუდმივმა დაღლილობამ ლუსილს ტურნედან წამოსვლა გადააწყვეტინა. ქალმა დესის თაივისი გადაწყვეტილება გაუმხილა და მომდევნო დღეს გაიგო, რომ ორსულად იყო, დესის გარეშე დარჩენა კი გადაიფიქრა და ტურნეში დარჩა. როგორც ლუსის მეგობრები იხსენებენ, მსახიობის პირველი მშობიარობა სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. პირველი ბაშვის დაბადების შემდეგ, 1944 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რადგან დესის სმასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა და წყვილმა გაუჩერებელ ჩხუბსა და კამათს დაშორება ამჯობინა.

დაშორებიდან მალევე, ლუსის ცხოვრებაში ოქროს ბილეთი გამოჩნდა, ის ტელეკომპანია CBS-ში  ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად მიიწვიეს, მსახიობის ცხოვებაში ახალი ეტაპი იწყებოდა, ბილეთი დესისთვისაც აღმოჩნდა იღბლიანი, გადაცემა ორ წამყვანს მოითხოვდა, ტელეკომპანიამ კი კანდიდატად დესი დაასახელა და ისინი ერთ სივრცეში კიდევ ერთხელ მოხვდნენ. შოუს მზადებისას მათ შორის დაძაბული სიტუაცია ნელ-ნელა ჩაწყნარდა, კონფლიქტი ფლირტში გადაიზარდა და წყვილს ძველი გრძნობებიც გაახსენდა. გადაცემის ჩაწერების პარალელურად, 1951 წლის 17 ივლის პატარა ლუსი დაიბადა, შოუს დაწყებიდან 3 თვით ადრე მსახიობმა იმშობიარა.

1953 წელს ლუსი კვლავ დაფეხმძიმდა და ტელეეკრანზე ისტორიაში პირველად გამოჩნდა ორსული ქალი, რასაც მაყურებელთა დიდი ოვაცია და დადებითი შეფასება მოყვა.

"როდესაც ლუსის შვილი შეეძინა, შოუ პირდაპირ ეთერში გადიოდა და დესის საოცარი ემოციები ყველამ დავინახეთ, ის მართლა გიჟს ჰგავდა, ადამიანმა აუცილებლად უნდა იგრძნო ის, რასაც დესი გრძნობდა." - იხსენებს დირექტორი, ვილიამ აშერი.

ტელეკრანებზე ტრიალით, ასობით გადაღებითა და ბედნიერი მომენტებით თანაცხოვრების 20 წელიც გავიდა, დესის ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება არც ამდენმა წელმა შეცვალა და ჩხუბის მიზეზი მუდმივად ნასვამი მეუღლე არნაზი იყო. 1960 წელს ლუსი დესის საბოლოოდ დაშორდა. შოუს იდეალური დუეტი ამ დაშორებით სამუდამოდ დაიშალა, 1986 წელს, დესიმ გარდაცვალებამდე, ლუსის გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა.

"მიყვარხარ საყვარელო და წარმატებას გისურვებ შოუში" - დეს არნაზი.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)