მზარეული შინი - კვირის პალიტრა

მზარეული შინი

ბოლო დროს სუპერვარსკვლავი ჩარლი შინი ხშირად ეხვევა სკანდალებში, რის გამოც გაათავისუფლეს პოპულარული ტელესერიალიდან - "ორ-ნახევარი ადამიანი".

ამ სერიალის თითო ეპიზოდში მსახიობი მილიონ დოლარს იღებდა. გაბრაზებული ჩარლი კინოკომპანია Worner Brathers-ს სასამართლოში უჩივის და მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს...

მანამდე კი თავს კულინარიით ირთობს. ახალი შოუ - "ჩარლი შინის საუკეთესო რეცეპტები", მსახიობს საკუთარი სამზარეულოდან მიჰყავს. შოუს "საფირმო ნიშანი" კი ახალგამომცხვარი მზარეულის "ვეფხვის ტყავის" ქუდია. "ვეფხისტყაოსან" სუპერვარსკვლავს თურმე "იდეები მოუზღვავდა" და თაყვანისმცემლებს საინტერესო კერძებს ჰპირდება...