რომ აშენო, უნდა გაიხადო - კვირის პალიტრა

რომ აშენო, უნდა გაიხადო

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სამზადისში ცურვაში ბრიტანეთის ოლიმპიური ქალთა ნაკრების წევრებმა აუზში შიშველი ფოტოსესია მოაწყვეს.

აქციის მიზანი ეროვნული ლატარიის პოპულარიზაციაა, რომელიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას აფინანსებს.

სპორტსმენი გოგონების თქმით, სესიაში მონაწილეობისთვის მათ საკუთარი კომპლექსების გადალახვაზე მეტად, ოჯახის წევრებისა და ბოიფრენდების გვარიანი წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდათ. ფოტოგრაფმა სათანადო პოზა თითოეულ გოგონას შეურჩია და საბოლოოდ კოლაჟი დაამზადა, რადგან ყველას ერთად ეფექტურ პოზაში გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა.