"ოქროს" ლეკვი - კვირის პალიტრა

"ოქროს" ლეკვი

"წითელი ტიბეტური მასტიფის" ლეკვი "ჰონგ დონგი" ჩინეთში 1,5 მლნ დოლარად გაიყიდა, რაც გინესის რეკორდია. ამ დიდი და აგრესიული მოდარაჯე ძაღლის ჯიში საუკუნეებს ითვლის. 11 თვის "ჰონგ დონგის" სიმაღლე 1 მ, წონა კი 80 კგ-ია. თურმე ეს ძაღლები ჰყავდათ ჩინგიზ-ყაენსა და თავად ბუდას.

იგი "სუფთა ჩინურ ჯიშად" მიიჩნევა და მდიდარ ჩინელებს შორის უკვე  სტატუსის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ლეკვების ფასი სწრაფად იზრდება. საინტერესოა, რომ "ჰონგ დონგს" მხოლოდ დელიკატესებით - ეგზოტიკური  სუნელებით შეზავებული ქათმისა და საქონლის ხორცით კვებავენ.