"თუ იშრომებ ჩუმად, ეს მომავალში შენს წარმატებას ხმაურიანს გახდის" - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალები
"თუ იშრომებ ჩუმად, ეს მომავალში შენს წარმატებას ხმაურიანს გახდის" - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალები
მსოფლიოს ისტორიაში ბევრ გამორჩეულ ადამიანს შეხვდებით, მათ შორის მრავლად არიან ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალებიც, რომლებმაც ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს სახელი ან მათი ახლანდელი მოღვაწეობა შემორჩება მომავალ თაობებს საამაყოდ.
დღეს საზოგადოება ქალისა და კაცის გენდერულ დისბალანსზე კვლავ ლაპარაკობს და ხალხის მცირე ნაწილს მტკიცედ სწამს, რომ ქალს, კაცისგან განსხვავებით, ნაკლები რამის სწავლა, გაკეთება და მიღწევა შეუძლია. ძლიერი და წარმატებული ქალების ხუთეული იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ,მიუხედავად სქესისა და აღნაგობისა, ქალებს თავიანთი წარმატებით სამყაროში სახელის
დამკვიდრება თამამად შეუძლიათ.

კრისტინ ლაგარდი
ფრანგი პოლიტიკოსი და ადვოკატი კრისტინ ლაგარდი დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია. კრისტინი ამ თანამდებობას 2019 წლის 1 ნოემბრიდან უძღვება. ლაგარდი მთელ საფრანგეთში ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი 2007-დან 2011 წლამდე უცვლელად ეკავა.

2011-2019 წლებში ფრანგი ქალბატონი საერთაშორისო ვალუტის
ფონდის დირექტორიც გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ პატარა თანამდებობას ლაგარდი არასდროს სჯერდებოდა და გავლენიანი საზოგადოება მისთვის ყოველთვის მოსაწონი და შესაფერისი იყო.

წარმატებული კარიერის მიღმა, კრისტინის ცხოვრებაში სკანდალიც ბევრი იყო. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ლაგარდმა ფრანგ ბიზნესმენ, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწე ბერნარდ ტაპისთან ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად დავაში მიიღო მონაწილეობა, კრისტინი გაუფრთხილებლობაში დაადანაშაულეს. ბერნარდი კრისტინს აქციების გაყიდვასა და სხვა ფინანსურ ცდომილებებში სდებდა ბრალს. პოლიტიკოსმა მას დიდი რაოდენობის თანხა გადაუხადა, რამაც საფრანგეთში ქაოსი გამოიწვია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლაგარდს ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა წარმატება მისთვის, მან კი შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

"აირჩიო ერთი მიზანი და ამისთვის ყოველდღე იბრძოლო, ახალ-ახალ საფეხურზე ადიოდე, - აი, ეს არის წარმატება, რაშიც მე ჩემი ოჯახი და შვილები მეხმარებოდნენ". - კრისტინ ლაგარდი.

ანგელა მერკელი

მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ქალი არის ანგელა მერკელი, რომელიც თავის გამორჩეულობას სწორედ იმით ავლენს, რომ 2005 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე გერმანიის პირველი ქალი-კანცლერია.

მერკელი პოლიტიკას ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, 1989 წელს შეუერთდა. ამ წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში მისი სახელი ყველგან ჟღერდა, რადგან მერკელმა თავისი წარმატებით საზოგადოებაში გამოჩენა და დამკვირდება შეძლო. ანგელა ჯერ ქრისტიან-დემოკრატთა პარტიაში იყო, შემდეგ - გერმანიის ქალთა და ახალგაზრდობის, და ბოლოს - ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობები ეკავა. 2005 წელს მერკელი 3 მანდატით გერმანიის კანცლერად აირჩიეს, რაც მებრძოლი ქალებისთვის კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო. ანგელა ახლაც პოლიტიკაშია და კვლავ გერმანიის კანცლერის პოსტს იკავებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მერკელმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

"შეიძლება მოვიხარო, მაგრამ არასდროს წავიქცევი რადგან ეს ჩემს ხასიათში არ ზის. მადლობელი ვარ ყველა რთული სიტუაციის, რომელიც გადამილახავს, მადლობელი ვარ ყველა ცრემლის, რომელიც დამიღვრია, რადგან ამან ღმერთთან კიდევ უფრო დამაახლოვა და მომცა ძალა, გავმხდარიყავი ისეთი ძლიერი ქალი, როგორიც ახლა ვარ". - ანგელა მერკელი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

კიდევ ერთი გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, ურსულა ფონ დერ ლაიენია. იგი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტია, თუმცა მანამდე გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი გახლდათ, რომელმაც გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს და თავდაცვის ფედერალური სისტემის მინისტრობა შეძლო.

დღეს ურსულა ევროკომისიის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია. როდესაც ლაიენი თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, საზოგადოებისგან უარყოფითი რეაქცია წამოვიდა - ხალხს ეგონა, რომ ქალი თავდაცვის სისტემას ვერ გაუმკლავდებოდა, მაგრამ... ურსულამ სამინისტროსთვის გამოყოფილი ხარჯები გაზარდა, გერმანიის თავდაცვის სისტემა გააძლიერა და გაცილებით მეტი ტანკი და საბრძოლო აღჭურვილობა შეიძინა ჯარისთვის.

დედოფალი ელისაბედ II

ძლიერ ქალებზე ვლაპარაკობთ და ბრიტანეთის დედოფალი არ უნდა გამოვტოვოთ. ინგლისის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი უკვე 65 წელიწადია, დედოფლის ტიტულს ატარებს. დედოფალს გვირგვინი 1953 წელს დაადგეს, მაშინ ელისაბედი 27 წლის იყო.

დედოფალს 4 შვილი ჰყავს - ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი. ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არის ელისაბედი ძლიერი ქალი? ამაზე პასუხი მარტივია: ელისაბედი ახლა 93 წლისაა და ბრიტანეთში მსგავსი პოლიტიკოსი და დიპლომატი ქალი არც ისე ბევრია. ასაკის მიუხედავად, ელისაბედი აქტიურად ატარებს შეხვედრებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან სრულ ინფორმაციას ითხოვს და ყოველთვის დეტალურად იცის, რა ხდება ბრიტანეთსა და მსოფლიოში.

ივანკა ტრამპი

ხუთეულის ბოლოს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი და  უფროსი მრჩეველი - ივანკა ტრამპია. ივანკა ამერიკელი ბიზნესმენი ქალი და ცნობილი დეველოპერია. როგორც მამის უფროსმა მრჩეველმა, ივანკამ ამერიკის პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია. როდესაც დონალდმა თავისი ქალიშვილი მრჩევლად აირჩია, პოლიტიკოსი სასტიკად გააკრიტიკეს, თუმცა ივანკას სათანადო გამოცდილება უკვე ჰქონდა და ამ საქმიანობას თავისუფლად გაართვა თავი.

ივანკა მრჩევლის პოზიციაზე ხელფასს არ იღებდა და ყველა წესის დაცვით ასრულებდა თავის მოვალეობას. ძლიერი ახალგაზრდა ქალი მრჩევლის პოზიციაზე რამდენიმე წელიწადს იყო. ახლა, როდესაც ტრამპის პრეზიდენტობა, სავარაუდოდ, სრულდება, ივანკა ძველ საქმიანობას, ბიზნესსა და დეველოპერობას დაუბრუნდება. მას წარმატებასა და შრომაზე წიგნი აქვს დაწერილი და მისი შთამაგონებელი ფრაზები ბევრი ქალისთვის სამაგალითოა.

"თუ ხალხი ფიქრობს, რომ უბრალოდ უფროსი შვილი ვარ, ძალიან სცდება. წარმატების მისაღწევად რამდენიმე ფორმულა არსებობს - თუ იშრომებ ჩუმად, ეს მომავალში შენს წარმატებას ხმაურიანს გახდის" - ივანკა ტრამპი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)
1
13 ნოემბერი 2020 12:38
თუ იშრომებ ჩუმად, ეს მომავალში შენს წარმატებას ხმაურიანს გახდის" - ივანკა ტრამპი. მე ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. საქართველოში შრომა არ ფასდება. აქ თუ ჩუმად იშრომებ სამწუხაროდ ვერასდროს ვერაფერს ვერ მიიღებ.
მშრომელი
13 ნოემბერი 2020 12:03
სტატიის სათაურს მივამატებდი ბოლოში - "ოღონდ არა საქართველოში". აქ შეგიძლია იშრომო და როგორც კი შეძლებ გაიქცე ქვეყნიდან სანამ ახალგაზრდა ხარ. 40 წლის ვარ და კარგი სპეციალისტიც გავხდი, მაგრამ ქართულ ჯიგრულ პონტში არაპროფესიონალებს უფრო მეტად აფასებენ. საერთოდ უფროსებიც არაპრფესიონალები მყავს და აქეთ ვასწავლი, როცა ისწავლიან დამახვევინებენ ალბათ და ქართულ ჯიგრულ პონტში მიიღებენ ვიღაცას ჩემს ადგილას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები