ბელგიელ ფერმერებს რძე შეაჯავრეს - კვირის პალიტრა

ბელგიელ ფერმერებს რძე შეაჯავრეს

ბელგიელმა ფერმერებმა 3 მლნ ლ რძე გადაღვარეს. ისინი აღაშფოთა დაბალმა შესასყიდმა ფასმა და რძის ჩალის ფასად გაყიდვას მისი გადაღვრა ამჯობინეს. ამჟამად 1

ლიტრის შესასყიდი ფასი 18-20 ევროცენტია, მაშინ როცა თვითღირებულება 33 ევროცენტს აღწევს. ფერმერების გამოთვლით, რენტაბელობის მიღწევა მხოლოდ 50 ევროცენტის პირობებშია შესაძლებელი. მათ ჯერ გზები გადაკეტეს, მერე უამრავი რძე უფასოდ დაარიგეს, ხოლო მილიონობით ლიტრი რძის დემონსტრაციული გადაღვრა მათი პროტესტის უკანასკნელი აქტი იყო.

ბელგიელმა ფერმერებმა 3 მლნ ლ რძე გადაღვარეს. ისინი აღაშფოთა დაბალმა შესასყიდმა ფასმა და რძის ჩალის ფასად გაყიდვას მისი გადაღვრა ამჯობინეს. ამჟამად 1 ლიტრის შესასყიდი ფასი 18-20 ევროცენტია, მაშინ როცა თვითღირებულება 33 ევროცენტს აღწევს. ფერმერების გამოთვლით, რენტაბელობის მიღწევა მხოლოდ 50 ევროცენტის პირობებშია შესაძლებელი. მათ ჯერ გზები გადაკეტეს, მერე უამრავი რძე უფასოდ დაარიგეს, ხოლო მილიონობით ლიტრი რძის დემონსტრაციული გადაღვრა მათი პროტესტის უკანასკნელი აქტი იყო.