ნეტავ, წყალს ვინ უსხამდა? - კვირის პალიტრა

ნეტავ, წყალს ვინ უსხამდა?

მას შემდეგ, რაც გინესის წიგნში მოსახვედრად უკრაინელმა ლეონიდ სტადნიკმა უარი განაცხადა განმეორებით "აზომვებზე" (მისი სიმაღლე 260 სმ-ია), მსოფლიოში

ყველაზე მაღალი ადამიანის ტიტული "დარჩა" 27 წლის თურქ სულთან ქოსენს. მიუხედავად იმისა, რომ ქოსენი მუხლის სახსრების სისუსტის გამო ჯოხით დადის, მაინც დიდი სიხარულით გაემგზავრა ლონდონში გასაზომად და გინესის წიგნში მოსახვედრად.