"კეტრინს ვუთხარი, რომ მისი შვილების მამა მე ვიქნებოდი"
05-12-2020
"კეტრინს ვუთხარი, რომ მისი შვილების მამა მე ვიქნებოდი"
ერთხელ ვიქტორ ჰიუგომ თქვა, ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარო, დღეს ამ ბედნიერებით ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ზოგის ამბავი ცნობილია, ზოგის კი უბრალოდ ხალხის ყურამდე ჯერ არ მოსულა. მსოფლიოში იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, ვისაც ბრიტანელი მსახიობის კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის სიყვარულზე რაიმე არ სმენია, ჰოლივუდში ასე ამბობენ, მათ იმდენი განსაცდელი აქვთ გამოვლილი, აწი ვეღარაფერი დააშორებთო.

ახალგაზრდა ლამაზმანის და მასზე 25 წლით უფროსი მამაკაცის თავგადასავლებით სავსე სიყვარულის
ისტორია ყველა მსახიობის მსგავსად კინოინდუსტრიას უკავშირდება.

"ჩვენ ერთმანეთს 1996 წელს შევხვდით, მაიკლს ვუთხარი, რომ მისი ნახვა მსურდა და მახსოვს ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, არ ვიცოდი ჩემთან შეხვედრაზე რას ფიქრობდა"- გაიხსენა კეტრინ ზეტა ჯონსმა ლარი კინგთან ინტერვიუს დროს.

იმ დროს დუგლასი, ფილმში "იდეალურ მკვლელი" მონაწილეობდა, ხოლო ზეტა
ჯონსი ფილმში "ზოროს ნიღაბი" ასრულებდა როლს. მსახიობები ერთმანეთს პირველად სასტუმროს მისაღებში შეხვდნენ, შეუმჩნევლად ერთმანეთს გვერდი აუარეს და საღამოს "ზოროს ნიღაბის" გადაღებების დაწყების აღსანიშნავად გამართულ დიდი ვახშამზე მეორედ გადააწყდნენ ერთმანეთს, ვახშამზე ორივე მსახიობი იყო დაპატიჟებული.

"მაიკლმა მის გვერდით დაჯდომა შემომთავაზა, მისი გაცნობა მსურდა და ეს შანსი გამოვიყენე"- იხსენებს მსახიობი.

"სადილის დაწყებიდან საათნახევარში, კეტრინს ვუთხარი, რომ მისი შვილების მამა მე ვიქნებოდი, მაშინ ეს სიტყვები კარგად ჟღერდა" - იხსენებს დუგლასი.

"ეს რომ მითხრა, მე ვუპასუხე, იცი შენზე ბევრი რამ მსმენია, ბევრ ადგილას მინახიხარ და ახლა დროა ერთმანეთს დავემშვიდობთ, ღამე მშვიდობის მეთქი და წამოვედი" - ამბობს მშვენიერი მსახიობი.

მეორე დღეს კეტრინი სხვა ქალაქში გაფრინდა, დუგლას გადაღებები ჰქონდა და სასტუმროში დარჩენა მოუწია.

"კეტრინს ყვავილები გავუგზავნე და წინა საღამოს უხეშობის გამო მოვუბოდიშე, ვიფიქრე ეს კარგი საქციელი იქნებოდა" - იხსნებს მაიკლი.

წარუმატებელი შეხვედრიდან მალევე, დუგლასი კეტრინს დაუკავშირდა, პირველი გაცნობის უხრხულობა წყვილმა დაივიწყა და 8 თვის შემდეგ, ისინი უკვე ხშირად საუბრობდნენ ტელეფონით, ვახშმობდნენ შესანიშნავ ადგილებში და საათობით სეირნობდნენ ქუჩებში. ერთ-ერთ შეხვდერაზე დუგლასი და კეტრინი მიხვდნენ, რომ მათი ურთიერთობა ასე შორს წავიდოდა, რაც წყვილს საწყის ეტაპზე არ სურდა, მაგრამ დაშორება არც ჯონსსა და არც დუგლას მოსვლია აზრად.

მალე მათი რომანი ტაბლოიდებისთვის ახალ თემად იქცა, გაზეთების პირველ გვერდზე დუგლასისა და ჯონსის ფოტოები გამოქვეყნდა წარწერით: "ისტორიულად ხნიერი კაცი და ახალგაზრდა ქალი ერთად არიან". მათ შორის ამხელა სხვაობა საზოგადეობასაც უკვირდა, რადგან კეტრინის მშობლები და მაიკლი ტოლები არიან, თუმცა მათ შორის 25-წლიანი სხვაობა ყოველთვის მხოლოდ ციფრები იყო.

ხანგრძლივი რომანის შემდეგ, 1999 წელს დუგლასმა კეტრინს ახალი წლის ღამეს, ასპენის სახლში ხელი სთხოვა, მაიკლმა საყვარელ ქალს 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, ბეჭედს 28 პატარა ბრილიანტის თვალი ამშვენებდა და მისი ღირებულება 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხელის თხოვნიდან მალევე, წყვილი დაქორწინდა.

რა თქმა უნდა, ყვითელი პრესა კვლავ არ ასვენებდა კეტრინსა და მაიკლს, გათხოვებიდან რამდენიმე თვეში ჰოლივუდში ჭორები გავრცელდა, რომ კეტრინი ორსულად იყო. ჭორები კეტრინმა დაადასტურა და აგვისტოში დილანი, მათი პირველი ვაჟი გაჩნდა. ეს ზეტა ჯონსის პირველი და დუგლასის მეორე შვილი იყო, მაიკლს წინა ქორწინებიდან ვაჟი კამერონი უკვე ჰყავდა.

2000 წლის 18 ნოემბერს, დუგლასმა და ჯონსმა სასტუმრო პლაზაში ერთმანეთს ოფიციალურად შეჰფიცეს სიყვარული, პრესამ კი მათ ქორწილს, "წლის ქორწილი" უწოდა. ცერემონია 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა, მსახიობის კაბა 250 000 დოლარის ღრებულების იყო, ცერემონიას ჰოლივუდის ბევრი გავლენიანი მსახიობი და მომღერალი დაესწრო.

2003 წელს ჯონსსა და მაიკლს მეორე შვილი, გოგონა ქერისი შეეძნათ. ოჯახი იმდენად გამოირჩეოდა და დღემდე გამოირჩევა სხვა ჰოლივუდური წყვილებისგან, რომ ქერისმა სკოლაში შესვლის შემდეგ გაიგო, თუ რას საქმიანობდა მამა და ისიც გვიან შეიტყო, რომ მათი ოჯახი ცნობილი იყო და ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ.

"ვფირქობდი, რომ მამა კონდიტერი იყო, სახლში ხშრად აცხობდა ბლინებს, გულწრფელად რომ ვთქვა, გვიან გავიგე, რომ ის მსახიობია"- თქვა ქერისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბედნიერი ცხოვრების ფონზე, მოულოდნელად დუგლასების ოჯახში დიდი პრობლემა გაჩნდა, მაიკლს საყლაპავის სიმსივნე აღმოაჩნდა. მსახიობმა ქიმიოთერაპია დაიწყო, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი მოჰყვა.

"ყველაზე რთული, დაღლილი, უენერგიო მაიკლის დანახვა იყო, რადგან მაიკლი არასდროს იღლება, თუ მაიკლს რაიმე აქვს ეს ენერგია და ძალაა" - იხსენებდა კეტრინი.

საბედნიეროდ, წელიწადზე ნაკლებ დროში დუგლასმა სიმსივნის დამარცხება შეძლო, თუმცა ახლა კეტრინს სჭირდებოდა ოჯახის თანადგომა, რადგან მსახიობი სერიოზული ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ექიმების თქმით, ჯონსს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 2013 წელს, კეტრინმა ბიპოლარული აშლილობა ნელ-ნელა დაამარცხა და მისი მდგომაერეობა უკეთესობისკენ წავიდა.

"ის კარგად გახდა, თავისი ემოციები დააბალანსა, ვამაყობ მისით"- მაიკ დუგლასი.

"ქორწინება გრძელი გზაა და ადამიანები ამ გზის გავლისას მალევე ნებდებიან, როდესაც პირველი პრობლემა გაჩნდება უნდა მოემზადო, რადგან წინ კიდევ მრავალი გელის, ურთიერთობას არაფერი ეშველება მაშინ, თუ რომელიმე უკვე კარს მიღმაა. მე სიგიჟემდე მიყვარს მაიკლი და მასაც ძალიან ვუყვარვარ, ამას ვერაფერი შეცვლის" - ამბობს კეტრინ ზეტა ჯონსი.

"მე ორი ლამაზი შვილი და ბედნიერი ქმარი მყავს, ჩვენი ქორწინების საიდუმლო, ვფიქრობ საფუძველში უნდა ვეძებოთ. ერთმანეთის გაგება, მოსმენა და მეგობრობაა ის, რითიც ამდენი ხანია ვარსებობთ" - ეს სიტყვები, კეტრინმა დუგლას ქორწინების 17-წლის იუბილეზე საჯაროდ უთხრა.

მაიკლი ახლა 76 წლისაა, ქეთრინი კი 51-ის, წყვილი უკვე 20 წელია ცოლ-ქმარია და ჰოლივუდში დღემდე ამბობენ, რომ მათ ქორწინებას ამდენი ტკივილისა და განსაცდელის მერე საფრთხე ვეღარასდროს დაემუქრება. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

ნიკოლოზი
07 დეკემბერი 2020 14:42
ყველაზე ლამაზი და მდიდრული გარეგნობის მსახიობი. ჩემი რეიტინგი: 1. კეტრინ ზეტა-ჯონსი; 2. მონიკა ბელუჩი; 3. ოდრი ჰეპბერნი; 4. შერონ სტოუნი; 5. ჟაკლინ ბისე.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები