ორსული ქეთა თო­ფუ­რია და­ი­ნიშ­ნა - კვირის პალიტრა

ორსული ქეთა თო­ფუ­რია და­ი­ნიშ­ნა

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა. ნიშნობის ფოტოებს მომღერალი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს. ქეთა მეორე შვილს ელოდება. ცნობილია ბავშვის სქესიც, "ა სტუდიოს" სოლისტი ბიჭის დედა გახდება.

შეგახსენებთ, მილიონერ დიპლომატ ლევ ძენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი მინსკში, ძენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო როგორც მომღერალი. დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა.

ეს მეორე ქორწინებაა მომღერლისთვის - ქეთას პირველი ქორწინებისგან ქალიშვილი ოლივია ჰყავს. მომღერლის პირველი ქმარი, მილიონერი ლევ გეიხმანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად შვილის სანახავად ჩადის. დაშორებულ წყვილს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა აქვს.

ambebi.ge