"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - მამუკა ბახტაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - მამუკა ბახტაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს

ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ტყუპები ერთი წლის გახდნენ. პატარების ფოტოები ექსპრემიერმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - წერს მამუკა ბახტაძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩეულის შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მამუკა ბახტაძეს საყვარელ ქალთან 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. წყვილს ტყუპები ნოემბერში შეეძინათ.