ყველაზე გრძელი - კვირის პალიტრა

ყველაზე გრძელი

კოლუმბიის "სანტა როზა დე კაბალას" ტრადიციულ ფესტივალზე გინესის ახალი რეკორდი დამყარდა: სანელებლებიანი, შემწვარ-შებოლილი ლათინურ-ამერიკული ძეხვის - "ჩორიზოს" სიგრძემ 1400 მეტრს მიაღწია.

"ჩორიზო" ჩვეულებრივ ნახევარი მეტრი სიგრძისაა, სარეკორდოს დამზადებას კი 88 კგ ხორცი, 120 კგ ღორის ქონი, 130 კგ სხვადასხვა სანელებელი და 20 მზარეულის შრომა დასჭირდა. წინა რეკორდსმენი მექსიკური  "ჩორიზო" 1245-მეტრიანი გახლდათ. ახალი "ჩემპიონი" ფესტივალის სტუმრებს მშვენივრად შეერგოთ.