წყალიც ჩაუსხეს... - კვირის პალიტრა

წყალიც ჩაუსხეს...

დენვერელმა დარენ ტაილორმა, რომელიც საკუთარ თავს "პროფესორ სპლეშს" უწოდებს, გინესის რეკორდი 13-ჯერ დაამყარა.იგი პატარა "საჭყუმპალაოში" 11 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტა - წყლის სიმაღლე გასაბერ აუზში კი სულ რაღაც 30 სმ-ს აღწევდა!

დარენს ხტომის ორიგინალური მეთოდი აქვს შემუშავებული, რაც 25 წელია მსგავსი ტრიუკების კეთების საშუალებას აძლევს.