ფული "შეგნების ასამაღლებლად" - კვირის პალიტრა

ფული "შეგნების ასამაღლებლად"

ნიუ-იორკის როკფელერ-ცენტრთან, უკვე მეოთხედ მოეწყო და წლის ბოლომდე გასტანს უჩვეულო საქველმოქმედო ინსტალაცია,რომლის "ღირებულებაც" მილიონი დოლარია.

საქმე ისაა, რომ მის შესაქმნელად ავტორმა, არქიტექტორმა ვინსენტ მალოზიმ  ზუსტად ერთი მილიონი დოლარის ერთცენტიანი მონეტები გამოიყენა - სულ 15 ათასი ტომარა დასჭირდა. ხურდა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეაგროვეს, აქციის მიზანი კი ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი”შეგნების ამაღლება იყო.. საინტერესოა, რომ  მონეტები გარშემო დაბალი სარკეებიანი ბარიერებითაა შემოსაზღვრული, რათა  ფული "უსასრულოდ ბევრი" გამოჩნდეს.