ფული "შეგნების ასამაღლებლად"
ნიუ-იორკის როკფელერ-ცენტრთან, უკვე მეოთხედ მოეწყო და წლის ბოლომდე გასტანს უჩვეულო საქველმოქმედო ინსტალაცია,რომლის "ღირებულებაც" მილიონი დოლარია.
საქმე ისაა, რომ მის შესაქმნელად ავტორმა, არქიტექტორმა ვინსენტ მალოზიმ ზუსტად ერთი მილიონი დოლარის ერთცენტიანი მონეტები გამოიყენა - სულ 15 ათასი ტომარა დასჭირდა. ხურდა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეაგროვეს, აქციის მიზანი კი ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი”შეგნების ამაღლება იყო.. საინტერესოა, რომ მონეტები გარშემო დაბალი სარკეებიანი ბარიერებითაა შემოსაზღვრული, რათა ფული "უსასრულოდ ბევრი" გამოჩნდეს.