"ბრანდენბურგის ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"ბრანდენბურგის ბრძოლა"

გერმანიაში ინტერნეტის საშუალებით ორგანიზებული გრანდიოზული ფლეშ-მობი გაიმართა. ათასობით ახალგაზრდა გერმანელი ბერლინში,  ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეიკრიბა ბალიშებით ხელში - მიზანი "ბალიშებით ბრძოლაში" მსოფლიო რეკორდის დამყარება გახლდათ. "გააფთრებულ ომში", რომელშიც  მამაკაცებიც და ქალებიც მონაწილეობდნენ, "ბუმბული ცასა სწვდებოდა", თუმცა რეკორდის საკითხი მაინც ღია დარჩა - დოყლაპია ორგანიზატორები ამდენ "მეომარს" არ ელოდნენ და მებრძოლთა სრულად აღრიცხვა ვერაფრით მოახერხეს.