რეკორდი წყალქვეშ - კვირის პალიტრა

რეკორდი წყალქვეშ

ბავარიის პატარა ქალაქ გეიზელჰერინგში გერმანელმა დაივერებმა გინესის ექსპერტების თანდასწრებით 36 საათი წყალქვეშ შეუწყვეტლივ ბანქოს თამაშში გაატარეს.

სარეკორდო აქციაში 16 მყვინთავი მონაწილეობდა. ისინი თამაშში, სახელწოდებით "შაფკოპფი", მონაცვლეობით ახერხებდნენ ჟანგბადის ბალონების გამოცვლას ისე, რომ ზედაპირზე ამოსვლა არ დასჭირვებიათ. ბავარიული თამაში "შაფკოპფი" "ცხვრის თავს" ნიშნავს და მასში 3 ან 4 კაცი მონაწილეობს.