ქორწინება ამერიკულად - კვირის პალიტრა

ქორწინება ამერიკულად

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ დარემში, სადაც დაახლოებით 250 000 კაცი ცხოვრობს, მეტად უცნაური ფაქტი მოხდა: რამდენიმე ასეულმა ადამიანმა -  მარტოხელამაც  და დაოჯახებულმაც, საკუთარ ქალაქზე "იქორწინა!" მექორწილეებმა განაცხადეს, რომ ნამდვილად შეყვარებულები არიან თავიანთ ქალაქზე და ოჯახის შესაქმნელად  დარემს საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. სხვათა შორის, მრავალი "ახალდაქორწინებული" დარემში საცხოვრებლად დიდი ქალაქებიდან გადმოვიდა. ცერემონიის დროს ქორწილისთვის საჭირო ნივთები იაფად იყიდებოდა, შემოსავალი კი ქველმოქმედებას მოხმარდა.