ქალაქის "გამლამაზებელი" - კვირის პალიტრა

ქალაქის "გამლამაზებელი"

ლონდონელი ბენ უილსონი 6 წელია უჩვეულო საქმიანობით - ასფალტზე ან ქვაფენილზე მიკრული საღეჭი რეზინის "მოხატვა-გალამაზებითაა" დაკავებული.

მხატვარი  თითო ასეთი "ნახატის" დასრულებას 2 საათიდან 3 დღემდე უნდება, სულ კი 8000-მდე ასეთი "ნაწარმოები" აქვს შექმნილი. ნახატის თემებს მას საკუთარი ფანტაზიის გარდა მეგობრები ან გამვლელები კარნახობენ, ხოლო ახლახან თხოვნით თავად სამეფო აკადემიამ მიმართა - ქიმიური ელემენტების პერიოდული ტაბულის 118 ელემენტი "უკვდავყოს"...