"დღის პოზიტივი" - ჩვილები, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს - რას წერს პედიატრი თემურ მიქელაძე? - კვირის პალიტრა

"დღის პოზიტივი" - ჩვილები, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს - რას წერს პედიატრი თემურ მიქელაძე?

ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ უსაყვარლეს პატარებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც ექიმი წერს, ჩვილებმა კოვიდინფექცია დაამარცხეს:

"დღის პოზიტივი ...COVID 19-გან გამოჯანმრთელებული 3 თვის ანა და 5 თვის ლუკა, გეგმურ იმუნიზაციაზე.

#დაიცავითდისტანცია

#ატარენიღაბისწორად

#გაუფრთხილდითერთმანეთს

#BeSafe

ყველაფერი კარგად იქნება" .

ზემოთაღნიშნული პოსტის შემდეგ, ექიმმა მორიგი სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა საზოგადოებას:

კიდევ ორი COVID 19-გან გამოჯანმრთელებული 1 თვის ვაჩე და 7 თვის ნიკოლოზი და ა.შ. დღეს ჩემთან აშკარად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულებს", - წერს პედიატრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.