პატარა ღორმუცელა
საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა 60-კილოგრამიანი 3 წლის ჩჟაო სიაო ბაღში არ მიიღეს, რადგან შიშობენ, რომ თამაშისას თანატოლებს გაჭყლეტს.
ჩჟაოს წონა 5-ჯერ აღემატება მისი ასაკის ბავშვის წონას. მსუქანას დედამ საშველად არაერთხელ მიმართა ექიმს. მათ ჩჟაოს საგანგებო რაციონი შეუდგინეს, თუმცა, ამაოდ...
- როცა ჭამას ვუკრძალავ, ან ვცდილობ მას რაციონი შევუმცირო, ჩჟაო ისტერიკულ კივილს იწყებს და არ ჩერდება მანამ, სანამ თავისას არ მიაღწევს, - ამბობს შვილის ჯანმრთელობით შეწუხებული დედა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვს ნივთიერებათა ცვლა დარღვეული აქვს. ექიმები ეჭვობენ, რომ ჩჟაოს გული წონის ინტენსიურ მატებას ვერ გაუძლებს...
- მის მადას საზღვარი არა აქვს, ჩჟაო თვალის დახამხამებაში მიირთმევს 3 უზარმაზარ ულუფა ბრინჯს და კიდევ ითხოვს, - ამბობს შვილის ღორმუცელობით შეშფოთებული მამა.
სტატისტიკური მონაცემებით, ჩინეთში 60 მილიონი ჭარბი წონის ადამიანი ცხოვრობს.