"ფულის გაცემა" - სად დაიდგა პირველი ბანკომატები და რომელ კუპიურას აყალბებენ ყველაზე ხშირად - კვირის პალიტრა

"ფულის გაცემა" - სად დაიდგა პირველი ბანკომატები და რომელ კუპიურას აყალბებენ ყველაზე ხშირად

ფულს ათასნაირად მოიხსენიებენ, ბევრს ის სძულს კიდეც, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე სამყაროში ფულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ფულის ქონა და არქონა ბევრი ადამიანისთვის სიცოცხლეს და სიკვდილს ნიშნავს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ფულის შესახებ:

ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში გამოუშვეს. ევროპაში ის ვენეციელმა ვაჭრებმა ჩამოიტანეს მე-13 საუკუნეში. საკუთრივ ჩვენს კონტინენტზე კი პირველი ქაღალდის ფული მე-17 საუკუნეში, შვედეთში გამოვიდა.

წინათ ქაღალდის ფული შავთეთრი იყო. დღეს ცდილობენ, ყველა ბანკნოტი რაც შეიძლება ფერადი იყოს, რადგან ფერადი ბანკნოტების გაყალბება რთულია.

პირველი ბანკომატები ევროპაში 60-იანი წლების მიწურულს დაიდგა. მათ მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: "ფულის გაცემა".

ყველაზე სწრაფად ფული დღეს ზიმბაბვეში უფასურდება. წლიური 184, 2 % - ასეთია ზიმბაბვური ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი. ამრიგად, ზიმბაბვე ღარიბი მილიონერების ქვეყანაა.

ყველაზე ხშირად 50-ევროიან ბანკნოტს აყალბებენ.

ამერიკული 1-ცენტიანის დამზადება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი ღირებულებაა.

გამოთქმა "ფულს სუნი არ უდის" რომის იმპერატორ ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს ეკუთვნის. მან ბრძანება გასცა, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს სტუმრობდა, "შარდის გადასახადი" გადაეხადა. ვესპასიანეს ვაჟი უკმაყოფილო იყო ამ გადასახადით. მაშინ მამამ მას ფული ცხვირწინ დაუტრიალა იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას სუნი არ ასდიოდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანკნოტი ფილიპინებზეა მიმოქცევაში და ის A-4 ქაღალდის ზომისაა. მისი ჩატევა საფულეში შეუძლებელია.

ყველაზე მაღალი ღირებულების მოქმედი ბანკნოტი, რომელიც საყოველთაო მიმოქცევაშია, არის სინგაპურული 10 000-დოლარიანი ქაღალდის ფული. თუ ასეთი ქაღალდის ფული გაქვთ, ჩვენს ქვეყანაში მასში 24 600 ლარს მიიღებთ.

ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის სახე მსოფლიოს 33 ვალუტაზეა გამოსახული.

intermedia