Gucci-მ სათვალე "ამოატრიალა", რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
მოდის სახლმა Gucci-მ ახალ სათვალე გამოუშვა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სათვალე 470 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც დაახლოებით 2 000 ლარს უდრის.
გამოცემა წერს, რომ სათვალის დიზაინი მოდის სახლს ბილიარდის მოთამაშე დენის ტეილორმა შთააგონა. ის ცნობილი იყო თავისი დიდი სათვალით, რომელიც ერთი შეხედვით ამოტრიალებულს ჰგავდა.