"ჰიტლერს იმდენად უყვარდა ძაღლები, რომ სკოლაც კი გახსნა, სადაც მათ კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ"
"ჰიტლერს იმდენად უყვარდა ძაღლები, რომ სკოლაც კი გახსნა, სადაც მათ კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ"
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ნაცისტური გერმანიის შესახებ

1. ნაცისტურმა გერმანიამ წამოიწყო პირველი მოწევის საწინააღმდეგო კამპანია. ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ მოწევა, ხოლო გერმანელები იყვნენ პირველი, რომლებმაც მოწევა დაუკავშირა ფილტვის კიბოს განვითარებას.


2. ჰიტლერმა დიდ ბრიტანეთს არაერთხელ შესთავაზა მშვიდობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

3. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადგილი, სადაც აწყობდნენ და ახარისხებდნენ პატიმრების ნივთებს. ამ ადგილს "კანადა" ეწოდებოდა, რადგან ეს ქვეყანა მდიდრად ითვლებოდა.


4. პრაღაში ძველი ებრაული სასაფლაო ხელუხლებელი დარჩა მეორე მსოფლიო ომის დროს,
რადგან ჰიტლერი გეგმავდა იქ გადაშენებული რასის მუზეუმის მოწყობას.


5. მესამე რაიხის
დროს გერმანიაში ლებენსბორნის პროგრამა დაიწყო ("სიცოცხლის წყარო"), რომლის თანახმად, რასობრივად სუფთა ქალებს სექსუალური კავშირი ჰქონდათ შშ-ის ოფიცრებთან, ჭეშმარიტი არიელების წარმოშობის იმედით. 12 წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში 20 ათასი ბავშვი დაიბადა.


6. მეორე მსოფლიო
ომის დროს კოკა-კოლას არ შეეძლო სიროფის შეტანა გერმანიაში. ამიტომ გერმანიაში კოკა-კოლას წარმომადგენელმა შექმნა სასმელი - ფანტა, მხოლოდ ნაცისტური გერმანიისთვის.


7. ედელვეისის მეკობრეები იყო არაფორმალური ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელი გერმანიაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა "ჰიტლერიუნგერდს" ისინი ავრცელებდნენ ანტი-ნაცისტურ პროპაგანდას ქვეყანაში, ეხმარებოდნენ მათ, ვინც გაურბოდა ნაცისტურ რეჟიმს, ასევე არ ერიდებოდნენ ხელჩართულ ჩხუბს "ჰიტლერიუნგერდის" წევრებთგან.


8. ნაცისტები აინშტაინის თავის სანაცლოდ 5000 დოლარს იხდიდნენ. აინშტაინი ხალხის მტრად ითვლებოდა ნაცისტურ გერმანიაში.


9. ნაცისტები ცდილობდნენ ძაღლებისთვის კითხვა და ლაპარაკი ესწავლებინათ. ჰიტლერს იმდენად უყვარდა ძაღლები, რომ სკოლაც კი გახსნა, სადაც მათ კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ.
უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა ძაღლმა შეძლო ადამიანის ხმის იმიტირება. ერთ-ერთმა კი მოახერხა წარმოეთქვა ფრაზა - ჩემო ფიურერო.


10. როდესაც ნაცისტური პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 1933 წლის იანვარში, მან მიიღო მთელი რიგი კანონები ცხოველთა უფლებების დასაცავად. ჰიტლერმა ისიც განაცხადა, რომ ახალ რაიხში ცხოველების მიმართ სისასტიკეს ადგილი არ ექნებოდა.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები