
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
"პირველად ცხოვრებაში, ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას, რომ იცოდეს არასდროს დავნებდებით. ეს რიტუალი არის არამარტო ზეიმის, არამედ გამოწვევა, არ შეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ" - აღნიშნა კალაძემ.
საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, თუმცა მასზე დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, თუმცა მასზე დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.