"დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი..." - რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან - კვირის პალიტრა

"დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი..." - რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან

ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. წყვილმა 8 წლის წინ იქორწინა, თუმცა მათი პირველი შვილი რამდნეიმე თვეში დაიბადება.

ცოლ-ქმარი სხვადასხვა არხზე მუშაობს და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. ახალი სეზონიდან ნუცა "იმედის" დილის ეთერიდან გაქრა. გავრცელდა ჭორი, წყვილის დაშორების შესახებ. ასევე ამბობდნენ, რომ ნუცაც "რუსთავი 2"-ზე გადავიდა, თუმცა არცერთი ინფორმაცია არ დადასტურდა.

"იმედის" ეთერში ნუცამ აღიარა, რომ მისი ტელეეთერიდან გაქრობის მიზეზი სასიხარულო ამბავია - ის ორსულადაა და ბავშვს ელოდება.

ნუცა ქავთარაძე: ბავშვს ველოდები და ვეცადე იზოლირებული ვყოფილიყავი ყველაფერისგან. ბავშვი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დაიბადება, ბიჭს ველოდებით. სახელი უკვე შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვორჭოფობთ. გაგრძელება