რას ეძებდნენ "გუგლში" ყველაზე ხშირად 2020 წელს? - კვირის პალიტრა

რას ეძებდნენ "გუგლში" ყველაზე ხშირად 2020 წელს?

რას ეძებდნენ "გუგლში" ყველაზე ხშირად 2020 წელს?

კორონავირუსი, არჩევნები, კობი ბრაიანტი, ზუმი - ეს ის პოპულარული თემებია, რომლებსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ წელს "გუგლში". ამის შესახებ ანგარიში თავად "გუგლმა" გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას - ფილმების, მსახიობების, სიახლეების, თამაშების და სხვა აქტივობების შესახებ, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ სისტემაში.

მათ შორის აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის მოხვდა: "პარაზიტი", "1917", "შავი პანტერა", "365 დღე" და "ინფიცირება".

ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პანდემიის პირობებში ბევრი ეძებდა, თუ როგორ მოევლოთ თავისთვის სახლის პირობებში, როგორ მოემზადებინათ სხვადასხვა საკვები თუ დესერტი, როგორ დაემზადებინათ ხელის სანიტაიზერი სახლში და ა.შ.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: