რას მალავს დოქტორი ჰაუსი - კვირის პალიტრა

რას მალავს დოქტორი ჰაუსი

ზეპოპულარულ ჰიუ ლორის, იმავე დოქტორ ჰაუსს, მაღალ საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს.

თუმცა მას ახლახან მსახიობ რასელ ბრენდთან ერთად მულტფილმ "დიდყურათა ჯანყის" კალიფორნიულ პრემიერაზე მისვლამ მოუწია, რომელშიც ისინი მთავარ გმირებს ახმოვანებენ...

გაუპარსავი ჰიუ, ჩვეულებისამებრ, უბრალო ზოლიან პერანგსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი. თუმცა პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ მთავარი - გვარიანი გამელოტება  კეფაზე, რასაც  მსახიობი სერიალში საგულდაგულოდ პარიკით მალავს.