დაცურავს და მალე გაფრინდება - კვირის პალიტრა

დაცურავს და მალე გაფრინდება

ჩინური ფეხსაცმლის ბაზარზე მეტად მძაფრი კონკურენციაა - მას შემდეგ, რაც ფირმა Kang Shoe-მ თავისი ფეხსაცმლის ფორმის მქონე სარეკლამო ელექტროავტომობილი დაამზადა, კონკურენტი  შებაგო არ ჩამორჩა და თავისი ფეხსაცმლის მსგავსი ნავი ჩაუშვა წყალში. ჩანს, "შეჯიბრება" ამით არ შემოიფარგლება: როგორც ამბობენ, მალე რომელიმე ფეხსაცმელი "აეროპლანის" ან "ვერტმფრენის" სახით გაფრინდება კიდეც...