"სპილოს დღე" ტაილანდში - კვირის პალიტრა

"სპილოს დღე" ტაილანდში

სპილო ტაილანდელების ეროვნული ცხოველია - ოდითგან  სპილო ეხმარებოდა ადამიანს ქალაქებისა და ტაძრების მშენებლობასა თუ ომში...

დღეს კი მათი საყვარელი სპილოები ქვეყნის უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ბუნებრივია, არსად სცემენ სპილოებს ისეთ პატივს, როგორსაც აქ. ახლახან მთელი სამეფოს ბუდისტურ ტაძრებში მათთვის ილოცეს, ქვეყნის ყველა კუთხეში კი სპილოებისთვის გრანდიოზული ხილის "საზეიმო სუფრები" გაშალეს.