ქალაქელი ნაგაზი - კვირის პალიტრა

ქალაქელი ნაგაზი

ჩვენი სეხნია ამერიკული შტატის - ჯორჯიის პატარა ქალაქ კანტონის ყველაზე ცნობილი მცხოვრები ბრიარის ჯიშის ძაღლი ნორმანია.ბრიარი - მე-12 საუკუნიდან ცნობილი ფრანგული მეცხვარეთა ნაგაზია, რომელიც გამორჩეული ჭკუის გამო თავის დროზე ნაპოლეონსა და თომას ჯეფერსონსაც ჰყოლიათ.

თვითგორიათი (ე.წ. "სამოკატით") სიარული ნორმანმა 15 თვისამ ისწავლა, სწრაფად გაქანებისას რამდენჯერმე მწარედაც დაენარცხა, თუმცა ჯიუტი ძაღლი თანდათან ისე გაიწაფა, სრულიად ამერიკის ძაღლთა შეჯიბრებებზე (Cempion Dog Title) ტიტულები უკვე 4-ჯერ მოიგო! "ჩემპიონის" პატრონის, კარენ ვების თქმით, ნორმანი ყოველდღე დიდი სიამოვნებით სეირნობს და ქალაქში მასთან შეხვედრა აღარავის უკვირს.