გაგას "მეხუთე წერტილი" - კვირის პალიტრა

გაგას "მეხუთე წერტილი"

ლედი გაგასგან გასაკვირი უკვე ის გახდა, თუ რამე მორიგ უცნაურობას არ ჩაიდენს. თუმცა, ახლახან ლას-ვეგასში საკუთარ თავს გადააჭარბა.

ნახევრად შიშველი გაგა, ბიუსტჰალტერის გარეშეც თავის თაყვანისმცემლებს ხშირად უნახავთ, მაგრამ ახალ "კოსტიუმში" გამოწყობილმა მომღერალმა, სიმღერის - Born This Way შესრულების დროს,  თავის ფანატებს სრული მშვენიერებით წარუდგინა ე.წ. "მეხუთე წერტილი".

პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ, რომ გაგას გამელოტების პრობლემა მართლაც აქვს, რის დასამალავადაც კეფაზე "ცხენის კუდის" ფორმის პარიკი ჰქონდა მიმაგრებული...