"ობობა" - "ბურჯ ალ ხალიფაზე" - კვირის პალიტრა

"ობობა" - "ბურჯ ალ ხალიფაზე"

"ადამიანი ობობა" - პროფესიონალი ფრანგი ალპინისტი და მეკლდეური ალენ რობერი მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზე - დუბაის "ბურჯ ალ-ხალიფაზეც" ავიდა.

828 მ სიმაღლის კოშკზე ამჯერად მას ქურდულად აპარვამ არ მოუწია - ასვლა ოფიციალური იყო და გინესის რეკორდიც დაფიქსირდა.

160-სართულიანი შენობის არაბ მეპატრონეთა თხოვნით, 48 წლის "ობობამ" სადაზღვევო მოწყობილობაც გამოიყენა, რასაც თითქმის არასდროს ხმარობს. აღსანიშნავია, რომ ალენს 70-ზე მეტი ცათამბჯენი აქვს "დაპყრობილი", უმრავლესობა - არალეგალურად, ანუ ნებართვის გარეშე... თუმცა "ობობას" პოლიციაში დიდხანს არასდროს აყურყუტებენ.