დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პრინცის რჩეული
დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პრინცის რჩეული
გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი წელი ახა­ლი ამ­ბით მი­უ­ლო­ცა. მი­სა­ლოც ფო­ტო­ზე, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ახალ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი პრინ­ცის მე­უღ­ლე ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სა­მე­ფო სახ­ლმა პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნია.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის პრინ­ცე­სა ირი­ნა და რო­დის იქორ­წი­ნა მას­ზე და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა. ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­იც­ნეს. მა­შინ და­ვი­თი ჯერ კი­დევ არ იყო ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან კი და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. და­ვი­თი­სა და ირი­ნას
ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი სწო­რედ მა­შინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც პრინცმა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ირი­ნამ და და­ვით­მა ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნეს და უკვე წლე­ბია რაც მცხე­თა­ში და­ვი­თის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რო­ბენ. ცოტა ხნის წინ კი გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რეს ურ­თი­ერ­თო­ბა და პრინცმა მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას
გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა.

ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ბან­კში პი­რად ბან­კი­რად მუ­შა­ობ­და. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ირი­ნამ თა­ვის დრო­ზე და­ვით­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა.

"და­ვი­თი და ირი­ნა წლე­ბია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. და­ვი­თი ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ცე­ვა ირი­ნას" - ამ­ბობს ის. გაგრძელება
ბექა
09 იანვარი 2021 22:45
ამ კაცს გვარის მეტი არაფერი აქვს ქართული. და ეს უნდა ასულიყო ტახტზე?!
დიტო
09 იანვარი 2021 02:51
" გაუცინარი ხელმწიფე"--- რა ჭირს ამ საცოდავს სულ დაღვრემილი რომ დადის ალბათ მაინც ბეგაშვილი რომ შეეტენა იმას ჯავრობს.
08 იანვარი 2021 20:30
ამ კაცმა არ გაუშვა ეს ბეგაშვილები არცერთი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები