დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პრინცის რჩეული - კვირის პალიტრა

დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა - ვინ არის ქართველი პრინცის რჩეული

გუშინ საქართველოს სამეფო კარმა მოსახლეობას ახალი წელი ახალი ამბით მიულოცა. მისალოც ფოტოზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ქართველი პრინცის მეუღლე ირინა ბეგაშვილია, რომელიც სამეფო სახლმა პრინცესად მოიხსენია.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ვინ არის პრინცესა ირინა და როდის იქორწინა მასზე დავით ბაგრატიონმა. ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.

ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ კი გააოფიციალურეს ურთიერთობა და პრინცმა მეუღლე საზოგადოებას გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით პირველად წარუდგინა.

ირინა ბეგაშვილი წლების მანძილზე ერთ-ერთ ბანკში პირად ბანკირად მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ირინამ თავის დროზე დავითთან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

"დავითი და ირინა წლებია ერთად ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერები არიან. დავითი ძალიან კარგად ექცევა ირინას" - ამბობს ის. გაგრძელება