"ძალიან მოდურია, არა?!" - ახლა მოდურია ჩუსტები და პიჟამები
"ძალიან მოდურია, არა?!" - ახლა მოდურია ჩუსტები და პიჟამები
როგორც კი ჩუსტები მოდური გახდა, ქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე მაშინვე ჩუსტებით გამოჩნდა საზოგადოებაში და სოციალურ ქსელშიც ხალისიანად იკითხა: "ძალიან მოდურია, არა?!"

2020 წელს თავს დატეხილმა პანდემიამ ისეთ გამონათქვამსაც კი დააკარგვინა აზრი, როგორიცაა - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. მაგალითად, გაგიგიათ, რომ როდესმე, ძველად, მოდის ბრენდად ჩუსტები ან პიჟამები შეექმნათ?! არადა, ახლა შექმნეს, ეს კი შესანიშნავად ადასტურებს მეორე ჭეშმარიტებას - რომ მოდა სწორედ საზოგადოების ცხოვრების წესს ასახავს. კარანტინისას,
როდესაც აზრი დაკარგა საღამოს კაბებმა და ფეხსაცმელმა, მოდაში სხვა რა უნდა შემოსულიყო, თუ არა ოთახის ჩუსტები და პიჟამები - ჩვენი კარანტინული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტები?!


ჰოდა, აბა, გამოიცანით, ვინ აუღო პირველად ალღო ამ ამბებს? დიახ, ცხადია, დემნა გვასალიამ, რომელმაც ასევე ცნობილი ესპანური ბრენდის, "ბალენსიაგასთვის" ნატურალური ტყავის
ფლოსტები - არც მეტი, არც ნაკლები, 495 დოლარად შექმნა! ამასთანავე, თუ ფასებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "ბალენსიაგას" უფრო ნაკლებად წაუკიდებია ცეცხლი ფასისთვის, ვიდრე არანაკლებად ცნობილ "ლუი ვიტონს", რომელიც თავის ნატურალური ბეწვის ე.წ. საშობაო ჩუსტებს 1580 ფუნტად ყიდის! თუმცა, როდის იყო, ფასები მოდის მიმდევარ ქალბატონებს აშინებდა?! ჰოდა, ახლაც ასეა. როგორც კი ჩუსტები მოდური გახდა, ქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე მაშინვე ჩუსტებით გამოჩნდა საზოგადოებაში და სოციალურ ქსელშიც ხალისიანად იკითხა: "ძალიან მოდურია, არა?!"

"კორონა გაგვეცალოს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ლამაზი კაბები დაბრუნდეს!"

ჩვენ მოვიკითხეთ, რა ხდება ამ თვალსაზრისით ქართულ მოდაში. აღმოჩნდა, რომ ჩუსტებს არ კერავენ. სამაგიეროდ, დაწყებულია პიჟამების (მოსასხამიანი მსუბუქი შარვლების) სერიების შექმნა. რაც მთავარია, ეს წელში რეზინგაყრილი პიჟამები ზედგამოჭრილია შინ ბოლთის ცემისა და ეზოში ვარჯიშისათვის.

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი:


- მართალია, მოდის ისტორიაში ოთახის ჩუსტების შესახებ არაფერი მსმენია - თვით მსოფლიო ომის დროინდელი მოდაც კი ელეგანტური და ქალური იყო, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეგვიცვალა. მთავარი ის არის, რომ ქალებმა სილამაზის სურვილი არ დავკარგოთ, თორემ მოდა სულ იცვლება. მე შინაც მინდა ლამაზი ვიყო და ეზოში ვარჯიშისასაც. და რა მჭირდება ამისთვის? მსუბუქი და მოხერხებული ტანსაცმელი! ჰოდა, ჩვენმა დიზაინერებმა სწორედ იმ საქმეს მოჰკიდეს ხელი, რაც ახლა ყველაზე საჭიროა - ოთახის ჩუსტების არა, მაგრამ პიჟამების შეკერვას შეუდგნენ. ეს პიჟამები ისეთი ეფექტურია, რომ თამუნა ინგოროყვას პიჟამას ყიდვა ნახვისთანავე მომინდა. მალე პიჟამებს გამოუშვებენ დათუნა სულიკაშვილი და აკა ნანიტაშვილიც... ამით პანდემიის ბრენდიც გამოუვათ და იმ ზარალსაც აინაზღაურებენ, რომელიც პანდემიამ მათ მიაყენა. წარმატებებს ვუსურვებ მათ, პანდემიას კი - ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობას. რაც შეიძლება სწრაფად გაგვეცალოს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ლამაზი კაბები დაბრუნდეს!
მკითხველის კომენტარი (8)
გიჟუა გიჟაძე
18 იანვარი 2021 06:47
ეს ძალით სვეცკი ფუფალა და მისი კლოუნი ფუფალა ვითომ მერი კაცი. ძალიან სასაცილო ოჯახი ხართ, მხოლოდ იმით ტკბებით ხალხს თვალებში შეაყაროთ და ანახოთ რამდენი ფული გაქვთ და რა მოდურად ცხოვრობთ $1,500 ჩუსტებით რომ დადიხართ, როდესაც ბევრს ჩვენთაგანისთვის თქვენი ერთი ჩუსტის ფული მთელი წელის სახელფასო სარგებელია! ძაან ცოდოები და ინტელექტუალურად დაქვეითებული გოიმები ხართ :-)
კ ო მ ბ ლ ე
16 იანვარი 2021 00:00
ევროპაში ჩუსტებს აღარავინ იცვვს. ეხლა ევროპაში გადაჭრილი ტრუსებით დადიან. მარტო ცალ მხარეს რომ ფარავს. ამათ ეხლა გაიღვიძეს. ჩუსტებიო ტოო...
...
12 იანვარი 2021 20:38
ვეთანხმები ბატონ კოტეს. გთხოვ გაითვალისწინე შენს მეუღლეს წაადგებოდა. ისე კალაძე მერჩივნა აერჩიათ.
კოტე
11 იანვარი 2021 18:36
დროა ამ ადამიანმა ქველმოქმედებას მიჰყოს ხელი და თავი დაანებოს ამ სისულელეებს. ცოტა გვყავს ისეთი ოჯახი, ან ცალკეული ადამიანი, ვისაც თანადგომა ჭირდება? თუნდაც მოკითხვა და გამხნევება. სირცხვილია!!! მაგრამ ეს გაზეთიც ხომ ამით სისულელეების ხარჯზე არსებობს!!!
ალექს
11 იანვარი 2021 16:21
ბევრი ვერ ხედავს, რომ მეტისმეტი ბრეტისბრეტია ! ფოფხაძე ყანდიაშვილ გვარამიას სამი ერთში კანტორა აგიტაცია პროპაგანდის ისეთ ხერხებს მიმართავს, რომელთა მიზანი რევოლუციური მუხტის გაღვივებაა , ანუ მმართველთა სიძულვილის და ზიზღის გამოწვევა და კულტივაცია , სხვა გამართლება ამ უგემოვნო ბომონდ ფუქსავატურ ჩლურტე გავძეხი ცხოვრების სამაგალითოდ წარმოჩენას , არ აქვს ! ვის შეიძლება ეს აწყობდეს ? კომპარტიას ! ასევე გაუთვითცნობიერებლ ობივატელს , წულუკიძის სახლკარზე დასაცემად რომ ემზადება , ჩეკისტ კანტრალიორ ! გულისამრევი ფორმა აქვს პოლიტიკურ, სოციალურ და წარმოიდგინეთ კომერციულ რეკლამასასაც, გულუბრყვილო ფუტუროიზმის და უგვანო არხეინობის დემონსტრაციაა , საბოლოოდ კი დეზორინტაცია და დეზინფორმაცია ! ამჩატებულობით სიტუაციის სიმძიმე არ დაიფარება, პირიქით !
ქალაქელი
11 იანვარი 2021 10:17
კეკელკებო და ქაჯებო
ds
11 იანვარი 2021 08:25
სად არის პანდემია, რატომ აბრიკვებტ ხალხს, რა გრიპები არ ყოპილა ტუ პილტვების ანტებები არ ყუოპილა? ბავსჰვობიდან პილტვების ანტებები მესმოდა და ეხლა გახდა ეს კველაპერი პანდემია??
მარტლა რომ პანდემიური ინფექცია იყოს ეს კორონა , მასჰინ ნაავდიტ ტუ ტკვენი ხელების ბანვა და პირპადე /დისტანცია გიშველიდატ??
ნუ აშანტაჯაებტ ხალხს! საკარტველოს ისედაც ძალიან უჭის, უკიდურესი გაუსაძლისობაა, და ტკვენ აკ მოდაზე მოლიკლიკეები მაინც მოეშვიტ და მიხწედეტ საქმეს. დააპურეტ , ხელი გაუწოდეტ გაჭირვებულს და ტქვენი ჩაცმა და ჩუსტიკინები ტქვენტვის შეინახეტ.

რა გამაგიზიანებლები ხარტ რომ იცოდეტ ალბატ ასე არ მოიქცეოდიტ. ხალხს ტავს აზიზღებტ , 9მიხვდებიტ ვისაც გგულისმობტ მოქალაქეტა გარკვეულად დიდი ნაწილი).
keti
11 იანვარი 2021 07:44
მოდასჰი სჰეიდზლება სჰისჰველი სტილი სჰემოვიდეს და უნდა ვირიატო მასჰინ ეგრე მოდა კარგია უნდა მიკვე მაგერამ ეტიკეტკასაც ნდა მივაკციოტ კურადგება სად უნდა ცჰავიცვატ ცჰუსტები მოდასჰია მაგრამ ცჰუსტიტ ცჰემი სჰეხედულებიტ მარტო სოპელსჰი დადიან ეზოსჰი კალაკსჰი ნაგვის გადასაკრელადაც კი არ უნდა ცჰახვიდე სამარცხვინოა არამც კუცჰასჰი გამოპრანცულმა იარო მაგლა და პეხებზე სახლის ცჰუსტები გეცვას სასაცილოა აბა არაა

რუბრიკის სხვა სიახლეები