როგორ ცხოვრობს ესპანეთში პოპულარული ქართველი პრინცი
როგორ ცხოვრობს ესპანეთში პოპულარული ქართველი პრინცი
ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უგო (გუ­ა­რამ) ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ფო­ტო­ებს აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ. ქარ­თვე­ლი პრინ­ცი, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკის ქორ­წი­ნე­ბის დროს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ძა­ლი­ან მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ უგოს უფ­როს ძმას და­ვითს მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტზე პრე­ტენ­ზია აქვს და წლე­ბის წინ მისი და ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქორ­წი­ნე­ბაც სწო­რედ ამ მი­ზე­ზით შედ­გა. მარ­თა­ლია, ანა­სა და და­ვი­თის ქორ­წი­ნე­ბა ცოტა ხანს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა მარ­ტო, ცოტა
ხნის წინ მე­ო­რედ პრინ­ცე­სა (რო­გორც მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი მო­იხ­სე­ნი­ებს) ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ამით ანა­სა და და­ვი­თის შე­რი­გე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შან­სიც კი აღარ არ­სე­ბობს.


სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­ვი­თის მა­გი­ერ უგო ბაგ­რა­ტი­ონს ისურ­ვებ­დნენ მე­ფედ. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა ჯერ კი­დევ ხუმ­რო­ბი­სა და
კრი­ტი­კის თე­მად რჩე­ბა, მაგ­რამ ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ უგო, იგი­ვე გუ­ა­რამ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში, ეს­პა­ნეთ­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

თუმ­ცა უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნის გა­მე­ფე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მუმ და­ვით­მა და და­ვი­თი­სა და ანას სა­ერ­თო შვილ­მა გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ონ­მა უნდა თქვან ტახ­ტზე უარი, რაც ცხა­დია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გააგრძელეთ კითხვა




zauri
10 იანვარი 2021 13:58
ჯერ არაა გადაწყვეტილი აღდგება თუ არა მონარხია და უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს.ვაი რა დღეში ხარ ჩემო სამშობლოვ
ივა
08 იანვარი 2021 21:41
ძალიან გთხოვთ, შეამოწმეთ და გაარკვიეთ; ბაგრატიონები არიან ეზიდები თუ ეზიდები არიან ბაგრატიონები. ასე მაგალითად მეფის შვილი ბაგრატიონი ბაზრის დირექტორია,ესპანელი ბაგრალიონები კი გვარგადაკეთებული ქურთები . როგორც ნაციონალი ბუბა კიკაბიძე-ბაგრატიონი.
08 იანვარი 2021 20:27
აი პრინცესა ბეგაშვილი კაი იყო

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები